ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ალტე უნივერსიტეტისგან
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
თუ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ უსაფრთხოება, როგორც პრაქტიკული თუ აკადემიური სფერო, არასდროს დაკარგავს აქტუალობას. ესაა დარგი, რომლის პროფესიონალებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და საკითხი, რომელიც მუდმივად ახალ განზომილებას იძენს.
ამიტომაც ალტე უნივერსიტეტი უკვე სამი წელია ავითარებს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
ამ სტატიაში ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიგა ლემონჯავა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კობერიძე გვიამბობენ, რას სთავაზობს პროგრამა სტუდენტებს.
რატომ უსაფრთხოება?
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
"თუ ვსაუბრობთ დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და სხვა მსგავს საკითხებზე, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოებაა, რადგან მას თან ახლავს სტაბილურობა. სწორედ სტაბილურობა იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფომ თავი დაიცვას, განვითარდეს და აღასრულოს კონსტიტუციური ღირებულებები", — გვიხსნის გიორგი კობერიძე. მისი თქმით, დღეს ეროვნული უსაფრთხოება არ არის განყენებული საკითხი და იგი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვსწავლობდეთ და გვესმოდეს, როგორ იქმნება და მუშაობს საერთაშორისო უსაფრთხოება.
გიგა ლემონჯავას თქმით კი, რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების ფონზე და ასევე, იმ შესაძლებლობების ფანჯრის ფონზე, რომელიც ჩვენს წინაშე არის, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები. ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რისკების, გამოწვევების და საფრთხეების გაუვნებლებას და მეორე მხრივ, ეხმარებოდნენ ქვეყანას, იპოვონ საკუთარი ადგილი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.
სწორედ ამიტომ შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სისტემატიზებული, მაღალი დონის განათლების მქონე უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებს ამზადებს.
პროგრამა ჰოლისტური მიდგომით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოებას იგი უყურებს ფართო ჭრილში — არა როგორც სახელმწიფოს მონოპოლიას, არამედ სფეროს, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია სამთავრობო, არასამთავრობო, საზოგადოებრივი თუ ბიზნეს წრეებისთვის. გამორჩეულია სწავლების მეთოდებიც — აქ ზრუნავენ სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე, დასაქმებაზე, მათი უნარებისა და კონტაქტების ქსელის გაძლიერებაზე.
საგნები
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
როგორც გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, პროგრამა სწორედ უსაფრთხოების ჰოლისტურ, თანამედროვე გაგებას ეფუძნება, ამიტომ საგნების ბადეც შესაბამისადაა აგებული.
"საწყის სემესტრებში ისწავლება შესავალი უსაფრთხოების მეცნიერებებში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართალი. გარკვეული საგნები მოიცავს ისტორიის გააზრებასა და მაგალითებს. შემდეგ უშუალოდ სფეროსთან დაკავშირებული "ხისტი უსაფრთხოების" საგნები მოდის — დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ტერორიზმი და სხვა. მესამე სეგმენტი კი პრაქტიკულ საგნებს ეთმობა. მაგალითად, ასეთებია მოლაპარაკების ხელოვნება, საჯარო გამოსვლის ხელოვნება — საკითხები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში ეხმარებათ".
გიორგი კობერიძე კი დასძენს, რომ საგნები მუდმივად ახლდება. ამასთან, ჩნდება ისეთი საინტერესო და მოთხოვნადი საგნები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობენ თანამედროვე კონტექსტს.
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება
ალტე უნივერსიტეტის ლექტორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის შექმნისას გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკები ამერიკული, ბრიტანული თუ ევროპული უნივერსიტეტებისგან. სწორედ მათი რეკომენდაციის შედეგია ის, რომ პროგრამა მოიცავს მრავალ არჩევით საგანს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, თავად განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული პროფილი.
ლექტორები და სანაცნობო ქსელი
გიგა ლემონჯავას თქმით, ქართველი თუ უცხოელი პროფესორები, რომლებიც უსაფრთხოების პროგრამაზე ასწავლიან, თავიანთი სფეროს ლიდერი პრაქტიკოსები არიან. მათ აქვთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რის გამოც, პრაქტიკულად, ლექციებზე სტუდენტებს პოტენციურ დამსაქმებლებთან აქვთ შეხება. მათ რიგებში იხილავთ: ბათუ ქუთელიას, დათო სიხარულიძეს, ანდრო გოცირიძეს, თეონა აქუბარდიას, ბობ ჰამილტონს, და სხვა ბევრ წარმატებულ პროფესიონალს.
"ჩვენი ამოცანაა, შეიქმნას უსაფრთხოების ექსპერტების ქსელი რადგან ამ სფეროში კონტაქტები და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენი სტუდენტები სწორედ ამ ქსელის წევრები ხდებიან, აქვთ სფეროს წამყვან სპეციალისტებთან მუდმივი კონტაქტი, რაც მათ სამომავლო დასაქმებაში ეხმარება და საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ მუდმივი კავშირი სფეროსთან", — ამბობს გიგა.
ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა წარმომადგელობითი სია და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა თითოეული სტუდენტისთვის.
გაცვლითი პროგრამები და პრაქტიკა
პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ წამყვან უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ევროპაში, აზიასა და ამერიკაში.
რაც მთავარია, პროგრამის პარტნიორები არიან ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები. "ჩვენ გვაქვს ურთიერთთამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან, რეფორმების ასოციაციასთან, რონდელის ფონდთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს აძლევენ შესაძლებლობას, გაიარონ პრაქტიკა, რაც ასევე მათ უწყობს ხელს, გაიფართოონ სანაცნობო წრე", — ამბობს გიორგი კობერიძე.
კვლევა
სამაგისტრო საფეხურზე მნიშვნელოვანია არა მარტო ცოდნის გადაცემა, არამედ კვლევა. გიგა ლემონჯავას თქმით, კვლევა საქართველოში თითქმის ყველა სფეროში პრობლემურია. უსაფრთხოების სფეროს კი განსაკუთრებით სჭირდება ამ მიმართულების გაძლიერება:
"ამიტომაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გავაძლიეროთ კვლევის კომპონენტი და პროფესორებთან ერთად სტუდენტებიც იყვნენ ჩართული კვლევით საქმიანობაში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, არამედ, ზოგადად, სფეროს განვითარებისთვის, რადგან, პრაქტიკულად, ქართულ ენაზე ამ სფეროში დიდი რაოდენობის ლიტერატურა არ არსებობს".
უნარები, რომლებსაც კურსდამთავრებულები შეიძენენ
ბევრი ფიქრობს და გარკვეულწილად სიმართლეცაა, რომ უსაფრთხოების დარგი ყველაზე ახლოს საერთაშორისო ურთიერთობებთან და საერთაშორისო სამართალთანაა, თუმცა ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად არ არის დაწესებული რაიმე შეზღუდვა ან წინაპირობები, ისევ და ისევ ჰოლისტური მიდგომიდან გამომდინარე.
როგორც გიგა ლემონჯავა ამბობს, კურსზე კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებიც კი სწავლობენ, რაც, მისივე თქმით, სულაც არაა შორს უსაფრთხოების საკითხებისგან, რადგან დღევანდელ სამყაროში კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთთან დიდ კავშირშია. ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ შესაძლებელია შეხედო ამ სფეროს უფრო ფართო ლინზით და აღიქვა უსაფრთხოება მულტიდისციპლინარულ დარგად.
გიგა ლემონჯავას თქმით, პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ პროცესების დიდ სურათში დანახვას, სწორი კონტექსტის აღქმას, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას. მათ გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, მოვლენების კრიტიკულად შეფასების უნარი და რაღა თქმა უნდა, შეძლებენ პროგნოზების გაკეთებას. "სტრატეგიული აზროვნების ნაწილია, სხვაზე ადრე იცოდე, თუ რა მოხდება ხვალ", — აღნიშნავს გიგა.
რაც მთავარია, პრაქტიკული საგნების დახმარებით, სტუდენტები შეიძენენ საჯარო გამოსვლის უნარებს და დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას. "ეს ის უნარებია, რომლებიც მათ ნებისმიერ საქმეში გამოადგებათ", — ამბობს გიგა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ უპირატესობებისა, რომლებიც ალტე უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას აქვს. აღსანიშნავია, რომ მომავალში მისი ინტერნაციონალიზაცია იგეგმება. პროგრამის ხელმძღვანელები გეგმავენ შექმნან ორმაგი აკადემიური პროგრამა უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
თუ ხარ დაინტერესებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
კომენტარები