ნინო ლომჯარია

10 Jul. 2022, 12:08

მე მგონია, რომ ამ განცხადებების მიზანი არის უბრალოდ საზოგადოებაში გარკვეული კონსპირაცების შექმნა, დაბნეულობის შემოტანა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები მტრებს და ამ ქვეყნის მოყვარე ქვეყნებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. თუ მართლაც ამ ქვეყნის მტრებზე სურთ საუბარი, მე ვისურვებდი, რომ ამ დეპუტატებს ესაუბრათ, მაგალითად, იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ქართულად, არ აქვთ შესაძლებლობა, მოინახულონ თუნდაც მათი წინაპრების საფლავები. ველოდები, რომ იმავე მიმართვას გაუგზავნიან, მაგალითად, რუსეთის პოლიტიკოსებს — რატომ აქვთ მათ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ამერიკასა და ევროპაზე, როგორც ამ ქვეყანაში ომის მსურველ ქვეყნებზე.

განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორმულასთან კომენტარში. ის ასე გამოეხმაურა ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებს, რომლებიც წასვლის დღიდან ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებენ და თავს ესხმიან არა მხოლოდ ომბუდსმენს, არამედ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ