კულტურის პოლიტიკა ევროინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია — კულტურის სფეროს წარმომადგენლები
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას ყველა სფეროში ის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის ევროინტეგრაციას. აღნიშნეს, რომ დიდი დარტყმა მიადგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ზრუნვის ევროპულ სტანდარტს. ასევე, შეფერხებული სამუზეუმო, სამეცნიერო თუ სხვა საერთაშორისო პროექტები ხელს უშლის ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- კომისიამ ქვეყნისთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც კანდიდატობის მიღებამდე უნდა შესრულდეს.
- არსებობს მოლოდინი, რომ 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროკომისიის რეკომენდაცია აისახება.
რა თქვეს პრესკონფერენციაზე: ხაზი გაუსვეს, რომ კულტურის სფეროდან ხდება განსხვავებული აზრის რეპრესიული დევნა, ინსტიტუციების დასუსტება და ნგრევა, გაძლიერების ნაცვლად. ასევე, ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელეს საჯაროობის არქონა, რაც აბრკოლებს მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას.
- "ინსტიტუციური ღიაობა და საჯაროობა მიგვაჩნია ერთ-ერთ მთავარ პრინციპად და ისიც, რომ კარგად გავიაზროთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დგას ისტორიულ გზაგასაყარზე" — ეკა კიკნაძე, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი.
- "საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რათა, აი, ეს შესაძლებლობა არ დავუკარგოთ მომავალ თაობებს, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი" — ცირა ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნე.
- "ევროპამ მოგვცა შესაძლებლობა წლის ბოლომდე. 6 თვეში დაიხურება ევროპის კარი. ხომ არ გგონიათ, რომ ვინმე გაგვიღებს კიდევ ამ კარს?! შეიძლება, მე კი არა, თქვენც ვერ მოესწროთ ამ კარის გაღებას და ეს არის უბედურება. აღარ გაიღება ეს კარი და მაშინ მართლა დავიღუპებით" — გია ბუღაძე, მხატვარი.
რას მოგვიწოდებს ევროკომისია: დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების ჭარბი გავლენების აღმოფხვრით საქართველომ "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება უნდა აიღოს.
- მათივე განცხადებით, აუცილებელია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის.
- ევროკომისია მოითხოვს, გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
- შეფასებაში განხილულია, რომ 2021 წლის ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში LGBTQ+ თემის დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს;
გარდა ამისა, ევროკომისია ამბობს, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით შედგა.
- ასევე, მიიღონ გადაწყვეტილება, რათა სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
- ახალი სახალხო დამცველის წარდგენისას უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს, ხოლო პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
- კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე დააკვირდება.
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
კომენტარები