განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია — რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?
ფოტო: თეგეტა
მაზდას ყველაზე გაყიდვადი მოდელი — განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის მაზდა ცენტრი თეგეტაშია ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის ცვლილებებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს.
"Mazda CX-5 იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. მაზდა ცენტრი თეგეტამ კი ავტომობილი ხელმისაწვდომი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადა. Mazda CX-5 გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებითაც. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ", — განაცხადა Tegeta Premium Vehicle-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ.
ახალი ავტომობილის ექსტერიერში იაპონური ბრენდის დიზაინერებმა მსუბუქი ცვლილებები შეიტანეს. Mazda CX-5-ის რადიატორის ცხაურა კიდევ უფრო დაიხვეწა, წინა და უკანა განათების სისტემა კი — განახლდა. გაიზარდა წინა ბამპერის საშხეფარი, ხოლო უკანა ბამპერის რეფლექტორი დაპატარავდა.
ფოტო: თეგეტა
Mazda CX-5-ის ინტერიერში, ცენტრალურ კონსოლზე, სმარტფონების დასამუხტი განყოფილება დაემატა, ბენზინისძრავიან და სრულამძრავიან ვერსიებს კი — სვლის რეჟიმების გადამრთველი. ინფორმაციული ბორდკომპიუტერის ზომა 10.25 ინჩამდე გაიზარდა. განახლებულ მოდელში შეიცვალა საბარგული, სადაც დამატებითი სათავსო გაჩნდა.
ავტომობილის ინტერიერი ნაპას ტყავსა და მოშავო-მონაცრისფრო დაზოლილ ჩანართებს მოიცავს. Mazda CX-5-ში დამატებულია უსადენო დამტენი. ახალ ავტომობილში საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა დისკის ვიზუალი.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა ტექნიკური მახასიათებლების დახვეწაზეც იზრუნა და მეტი კომფორტისთვის Mazda-ის განახლებულ მოდელში ავტომობილის ძარა, ხმაურიზოლაცია და დაკიდების სისტემა გააუმჯობესა. CX-5-ის მართვის დროს მის სალონში ახლა კიდევ უფრო ნაკლები ხმაური აღწევს.
მნიშვნელოვანი ცვილელებაა Off-Road ღილაკი, რაც დაგეხმარებათ უგზოობის დროს, მარტივად და ეფექტიანად გადალახოთ ბარიერები.
ფოტო: თეგეტა
ავტომობილში გაუმჯობესდა ე.წ. საცობის ასისტენტი, რომლის ახალი ფუნქციებიც მძღოლს ავტობანზე აჩქარებაში, დამუხრუჭებასა და მოხვევაში დაეხმარება.
განახლებული CX-5-ის შეძენა შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრული ამძრავით. ბენზინის ერთი ძრავა 2,0 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია 165 ცხენის ძალით, ხოლო მეორე — 2,5 ლიტრიანი 194 ცხენის ძალით.
განახლებული CX-5-ის შეძენა მაზდა ცენტრი თეგეტაშია შესაძლებელი. ავტომობილის დეტალურად დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.
მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები