კელი დეგნანი

13 Jun. 2022, 19:20

განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, ეს თავიდან აეცილებინა, ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გასწია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას უზრუნველყოფენ. სწორედ ამ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ