კელი დეგნანი

30 Apr. 2022, 18:15

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიცია გახლავთ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების თავიდან არიდების ადგილი. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, დავარწმუნოთ პუტინი, შეწყვიტოს ეს ომი. მოხარული ვართ, რომ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება მოხდება. რა თქმა უნდა, ამას ყურადღებით ვადევნებთ თვალს.

ნამდვილად არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე და სამწუხაროა, როდესაც არის თავდასხმები შიდა ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთის მიმართ. ვთქვათ ეძახიან — მოღალატეებს, პრორუსულ პარტიას, ომის პარტიას და ა.შ. — ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს. არ მოაქვს არანაირი სარგებელი საქართველოსთვის. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს იმ თავის დევიზს — "ძალა ერთობაშია".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ