გიორგი ხელაშვილი

27 Apr. 2022, 20:31

არესტოვიჩი ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში, ღმერთმა ნუ ქნას და, საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ იმ იმედით, რომ ვთქვათ, სადღაც მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო.

ჩვენი პოზიცია იყო ის და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას, შეძლებისდაგვარად, არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში.

ასე რომ, მე არ გავაკეთებდი ახლა კომენტარს არესტოვიჩზე და მის გამონათქვამებზე, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ, ისინი, გარკვეულწილად, ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ