ირაკლი კობახიძე

25 Mar. 2022, 21:34

პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში, მით უმეტეს, საპარლამენტო სისტემაში არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი, ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ, ერთი ხრივ, პრეზიდენტს, მეორე მხრივ, პრემიერმინისტრს, ანუ ისინი არიან თავიანთ თანამდებობებზე. ჩვენ რომ ვიცოდით, რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მაშინ მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე, მაგრამ რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტრაქტორი კომპანია"სმარტ სოლუშენსი" გზის სამივე…