Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-4 კონკურსისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა
ფოტო: FORSET
ფორსეტი Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის რიგით მე-4 კონკურსში გიწვევთ. კონკურსის საწყისი საპრიზო ფონდი 3 500 ლარია.
კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.
ამასთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.
კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევის მქონე მონაწილეებს.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად 6 აპრილამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.
კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
- სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
- ანიმაციურ გიფს;
- სხვას.
საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.
როგორია შეფასების კრიტერიუმები?
- სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი?
- რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა?
- უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის
- გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხაგანსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
- კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)?
- დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს?
- ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა.
- პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი?
- პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?
- ბონუსი — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მოაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან?
* ბონუს ქულებში არ ჩაითვლება ინფორმაციის მოთხოვნის ის შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი მონაცემები საიტზე უკვე განთავსებული აქვს.
* შეფასების ყველა კომპონენტს თანაბრი ძალა აქვს.
კონკურსის ვადები
- 4 აპრილი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.
- 4 აპრილი— რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
- 6 აპრილი — რეგისტრაციის დასასრული.
- 9–18 აპრილი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
- 19 აპრილი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსე ეს ფორმა 6 აპრილამდე: https://forms.gle/QHQrirNfvXCu64728
გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh
4 აპრილს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/meeting/register/tZ0vdO2uqjopGtfG1SC9dki7PXUsqHIhq0ts
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
[email protected]
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები