რა უნდა იცოდეს მშობელმა ლაქტოზის აუტანლობაზე? — მისი ნიშნები და მკურნალობა
ფოტო: სანტე
ლაქტოზის აუტანლობა ზრდასრულებსა და ბავშვებში განსხვავებულად გამოიხატება. თუკი ზრდასრულებს ამ დროს თავის, გულისა და სახსრების ტკივილი, პულსის გახშირება, თავბრუსხვევა და უღონობა ახასიათებთ, ბავშვებში ის სხვა სიმპტომებით ვლინდება. ჭირვეულობა და ხშირი ტირილი ჭამის შემდეგ, ქრონიკული ყაბზბობა, წონის რთულად მომატება, მოუსვენარი ძილი — თუ ლაქტოზის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, თქვენს შვილს ამ ნიშნებს ამჩნევთ, შესაძლოა, ეს სწორედ ლაქტოზის აუტანლობაზე მიანიშნებდეს.
რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ლაქტოზის აუტანლობას ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობა იწვევს. ამ ფერმენტის დანიშნულება ცხოველური წარმოშობის რძეში არსებული დისაქარიდის ლაქტოზას დაშლაა, რაც მის სწორ მონელებას უწყობს ხელს. ორგანიზმში ლაქტაზის დეფიციტს კი რამდენიმე მიზეზი აქვს — მის მასინთეზირებელ LCT გენში არსებული მუტაციები, პოლიმორფიზმები ან გარემო ფაქტორები.
ამ ფერმენტის უკმარისობის დროს ლაქტოზის დაშლა ვერ ხერხდება და ის დაუშლელი სახით გადადის მსხვილ ნაწლავში. იქ არსებული ბაქტერიები კი მის ფერმენტაციას განაპირობებენ (ძლიერდება დუღილის პროცესი ნაწლავის სანათურში). ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით წყალბადი, მეთანი და ნახშირორჟანგი.
მთელ ამ პროცესს შემდგომში სხვადასხვა სახის ნაწლავის ფუნქციური დარღვევები მოსდევს. არასწორი მონელების შედეგად, მსხვილ ნაწლავში დარჩენილი მეტაბოლიტები და დაუშლელი შაქრები ნაწლავის ოსმოსურ წნევას ზრდის, ხოლო ნაწლავის სანათურში წყლის რაოდენობა იმატებს. უმეტესად, ვითარდება ქრონიკული ფაღარათი, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ტკივილები. იშვიათად ახასიათებს ღებინებაც, ლაქტოზის შემცველი პროდუქტების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ფოტო: სანტე
რა მეთოდები არსებობს ლაქტოზის აუტანლობის დასადგენად?
ჩამოთვლილი სიმპტომები ყურადღებიანი მშობლისა და მოზრდილი პაციენტისთვის ადვილად შესამჩნევია. მათი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ექიმს მივმართოთ.
ლაქტოზის აუტანლობის დადგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ეს არის ამონასუნთქ ჰაერში წყალბადის რაოდენობის კვლევა, შარდში ლაქტოზის რაოდენობის განსაზღვრა და ლაქტაზის გენის გამოკვლევა. ლაქტაზის გენის კვლევა საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ, ლაქტოზის აუტანლობა გენეტიკურია თუ გარემო ფაქტორებით განპირობებული.
რამდენად ეფექტიანია ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა?
დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანია. პირველ რიგში, საკვები რაციონიდან ლაქტოზის შემცველი პროდუქტების ამოღებაა აუცილებელი. ამ დიეტოთერაპიაში რძის პროდუქტები სპეციალური ულაქტოზო ნარევებით უნდა ჩანაცვლდეს. ჩვილებისთვის ამგვარი ნარევები დღეს უკვე მრავლადაა წარმოდგენილი. მოზრდილმა და ზრდასრულმა პაციენტებმა კი ცხოველური რძე ულაქტოზო რძით უნდა ჩაანაცვლონ.
ფოტო: სანტ
კიდევ რა შემთხვევაში უნდა დავიცვათ ულაქტოზო დიეტა?
ლაქტოზის აუტანლობის გარდა, არის კიდევ ერთი და უფრო აგრესიული და საყურადღებო მემკვიდრული დაავადება — გალაქტოზემია. ულაქტოზო დიეტის დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
გალაქტოზემიის გვიანი დიაგნოსტიკისა და ლაქტოზის გამომრიცხველი დიეტოთერაპიის გვიანი დაწყება იწვევს ღვიძლის ფუნქციების მკვეთრ გაუარესებას, კატარაქტას და ყველა იმ ნიშანს, რომელიც ლაქტოზის აუტანლობას ახლავს თან. განვითარებულ ქვეყნებში ამ დაავადების ამოცნობა კლინიკური ნიშნების გამოხატვამდე, ახალშობილთა მასიური სკრინინგის პროგრამით მიმდინარეობს.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
კომენტარები