საპატრიარქოს ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილებმა მონასტრები 4 ნოემბრამდე უნდა დატოვონ
ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია/Facebook
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ეპარქიიდან განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომლის მიხედვით, მათ ხვალამდე, 4 ნოემბრამდე უნდა შეწყვიტონ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერს.
წერილის ადრესატები არიან:
- ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკვანი პეტრე);
- მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი);
- ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი);
- თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი);
- ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი);
- ბათა ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი);
- მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).
"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და საეკლესიო ქონების კანონიერი მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო, არ დაუშვებს, რომ მღვდელმსახურებას შეეშალოს ხელი და საეკლესიო ქონებით ისარგებლოს ან განკარგოს არაუფლებამოსილმა პირებმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, 2021 წლის 4 ნოემბრამდე შეწყვიტეთ საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა", — წერია წერილში.
მამა ათინოგენი, რომელიც განკვეთილ მღვდელმსახურებს შორის ერთ-ერთია, On.ge-სთან აცხადებს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება და მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერილი წერილი მიუღებელია.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ესენი ადამიანების სულზე, მონაზვნურ ცხოვრებაზე [არ ფიქრობენ], ჩვენ ხომ აღთქმადადებული ადამიანები ვართ, მონასტრის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ შეიძლება. რომელი ეკლესია არის, რომელიც ჩემსა და ღმერთს შორის დადებულ აღთქმაში ჩაერევა და მისგან განმაშორებს", — ამბობს ის.
მამა ათინოგენის თქმით, განკვეთილი მონაზვნები ელოდებიან სინოდის განკარგულებას და პასუხებს კითხვებზე, შესაბამისად, მამა მიქაელ ბოტკოველი არ უნდა იღებდეს თავის თავზე პასუხისმგებლობას და სინოდის გადაწყვეტილებამდე წერილს არ უნდა აგზავნიდეს.
"ჩვენ ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას, თუ რას გადაწყვეტენ ისინი იმ ბრალდებაზე, რომელიც მეუფე პეტრემ წარადგინა და ყველა სხვა ამბავზე, დაწყებული ციანიდის საქმიდან. გვპირდებოდნენ, რომ შეიქმნებოდა კომისია, ყველაფერს გამოიძიებდნენ და თავის სახელს დაარქმევდნენ. სად არის ეს დადგენილება? სად არის სინოდის განკარგულება? ბოტკოველი რატომ იღებს თავის თავზე ასეთ პასუხისმგებლობას, რომ სინოდის გადაწყვეტილებამდე ავრცელებს ასეთ გადაწყვეტილებას", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას მონაზონი.
საპატრიარქოს პოზიციის გასაგებად On.ge დაუკავშირდა მიქაელ ბოტკოველს და ანდრია ჯაღმაიძეს, ისინი სატელეფონო ზარსა და მესიჯებს არ პასუხობენ.
რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.
მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2021 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.
8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.
11 სექტემბერს მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და 6 მღვდელმსახური სასულიერო დასიდან განკვეთა. ბრძანების თანახმად, განკვეთილ მონაზვნებს აეკრძალათ მსახურება, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ შენობებში ცხოვრება, საქმიანობა და საეკლესიო მიწებით სარგებლობა.
მანამდე, 4 აპრილს, სტეფანე კალაიჯიშვილმა 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა. 8 მარტს კი ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.
გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. ისინი მონასტრიდან გამოაგდეს და შენობაში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ახლა სხვა ეკლესიამ შეიფარა.
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
კომენტარები