როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში — პროკურატურის ვერსია
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
საქართველოს პროკურატურამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკუთარი ვერსია გააჟღერა. პარალელურად უწყებამ საქმის ფარგლებში დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა. ცომაიას პროკურატურა მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.
უწყების ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში გემი, სახელწოდებით ვილნიუსი შემოვიდა. მათი განცხადებით, აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც, ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც გასასვლელისკენ 01:44 საათზე დაიძრა.
უწყების ინფორმაციით, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ სატვირთო ავტომანქანა გააჩერა და მანქანის მისაბმელის უკანა კართან მივიდა. პროკურატურაში ამბობენ, რომ 01:49:37 საათზე იქიდან მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. მათი განცხადებით, ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მისაბმელში ყოფნა მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზითაა დადასტურებული. მათი ვერსიით, აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ელგუჯა ცომაიამ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა უწყების თქმით, 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.
მათი ინფორმაციით, ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები მათი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით. უწყების განცხადებით, 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა მერსედესის მარკის ავტომანქანაში, ხოლო ელგუჯა ცომაიამ ტრაილერი გეზის ტერიტორიაზე დააყენა.
პროკურატურის ვერსიით, 03:13:35 საათზე ცომაია ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და მერსედესის მარკის ავტომანქანაში ჩაჯდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შალვა წოწორია, ზურაბ წოწორია. მათი განცხადებით, ისინი აბაშის მიმართულებით წავიდნენ და იმავე დღეს ჩავიდნენ სოფელ ტყვირში მდებარე ცომაიას საცხოვრებელ სახლში.
მათი ცნობით, 29 სექტემბერს, დღის საათებში, ცომაია დაუკავშირდა მის მეგობარ გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. უწყების განცხადებით, ნარიმანიძე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა.
პარალელურად, პროკურატურის ცნობით, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის FORD-ის ფირმის TRANSIT-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით ბათუმის მიმართულებით წავიდნენ, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.
უწყებაში აცხადებენ, რომ 29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ SCANIA-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გიროგი ნარიმანიძე და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. მათი განცხადებით, ისინი თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ.
პროკურატურის განცხადებით, ცომაიას ბინასთან მხოლოდ ცომაია და სააკაშვილი ჩამოვიდნენ, ხოლო ნარიმანიძემ გზა გააგრძელა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში, სწორედ ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
პროკუატურის მტკიცებით, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლისა და გადაადგილების ზუსტი მარშრუტია დადგენილი, ამასთან, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. პროკურატურის ცნობითვე, გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
"ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ SCANIA-ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
-
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის "სახიფათო" AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის "სახიფათო" AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
-
მეცნიერებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია მეცნიერებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
-
ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
გადახედვა
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს
გადახედვა
-
რატომ არის საათში 60 წუთი რატომ არის საათში 60 წუთი
გადახედვა
-
სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი
-
ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
-
წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის
გადახედვა
-
თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა
გადახედვა
-
ჩემი ახალგაზრდობის მარიხუანა დიდი ხანია გაქრა. ნეტავ ვინმეს გავეფრთხილებინე ჩემი ახალგაზრდობის მარიხუანა დიდი ხანია გაქრა. ნეტავ ვინმეს გავეფრთხილებინე
გადახედვა
-
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო
გადახედვა
-
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე — ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე — ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე
გადახედვა
-
საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ
გადახედვა
-
ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები
-
ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა
გადახედვა
-
ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
კომენტარები