ეს წულუკიანისგან იყო პოლიტიკური პერფორმანსი, მელიამ მიკროფონი ძალადობის დემონსტრირებისთვის გამოიყენა — კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თეა წულუკიანის მხრიდან ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა პოლიტიკური პერფორმანსია, ნიკა მელიას მხრიდან კი ძალადობის დემონსტრირება.
"მისი [თეა წულუკიანის] მხრიდან ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური მარტივი პერფორმანსი იმ კონკრეტულ დღეს, რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მან მედიის ერთ-ერთი ატრიბუტი, მიკროფონი გამოიყენა ძალადობის დემონსტრირებისთვის. მედია და ძალადობა, ეს კომბინაცია, მედიის მიმართ ძალადობა არის ნაცმოძრაობის და ნიკანორ მელიას ხელწერა. არც მედიაზე ძალადობა, არც ბიზნესზე ძალადობა და ა.შ. მათ აღარასდროს აღარ გაუვათ ამ ქვეყანაში, ისინი ვერასდროს დაიბრუნებენ იმის ბერკეტებს, რომ იძალადონ", — განაცხადა კობახიძემ.
გუშინ 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.
ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.
დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. ენმ-ს წევრმა კი თქვა, რომ სანამ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება, მელია ევროკავშირის ოფისს არ დატოვებს.
მოგვიანებით ევროკავშირის ოფისთან შეკრებილი ქართული ოცნების მხარდამჭერები დაიშალნენ და ამის შემდეგ ნიკა მელიამაც დატოვა ოფისი.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
კომენტარები