10 პრობლემა, რომელსაც ბინის ქირაობისას გადააწყდები
ფოტო: YouTube / screenshot
ბოლო წლებში საქართველოში გარე მიგრაციასთან ერთად შესამჩნევად გაიზარდა შიდა მიგრაციაც, რაც მოსახლეობაში უკეთესი განათლებისა და სამუშაოს პოვნის სურვილმა განაპირობა. ეს ფენომენი განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში შეინიშნება, ამ მხრივ კი კიდევ უფრო ნათელი თბილისის მაგალითია, სადაც ერთდროულად იყრიან თავს სამსახურისა და პროფესიული ცოდნის მაძიებლები.
ამის გამო დღეს ქალაქის მცხოვრებლების საკმაოდ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება, რაც რამდენიმე წელსაც კი გრძელდება ხოლმე. მართალია, შეუძლებელია, მოკლედ აღწერო ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ამ გარემოების გამო უამრავი ადამიანის ყოველდღიურობას განაპირობებს, მაგრამ ქვემოთ მოცემული ხუმრობანარევი დეტალები ნაწილობრივ მაინც ასახავს იმათ გამოცდილებას, ვისაც ქირით ერთხელ მაინც უცხოვრია.
1. არაამქვეყნიური ფასები
ფოტო: ფოტომანიპულაცია
ლამის უკვე შევეჩვიეთ ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის ფასების გეომეტრიული პროგრესიით ისეთ ზრდას, რომ ჩვენი შემოსავლები არა თუ ამ "პროგრესთან" დაწევას ასწრებს, არამედ უმეტესად კიდევ უფრო მცირდება ხოლმე. იგივე ეხება ბინების ქირასაც: თითქმის შეუძლებელია, რომ თუნდაც საშუალო შემოსავლების ადამიანმა შესაფერისი ბინა მარტივად იპოვოს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბალი შემოსავლების მქონე პირებზე.
თანაც იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ დროებითი საცხოვრებლისთვის ქირაში გადახდილი თანხა ჰაერში იკარგება, ცალკე დიდი სევდაა, არადა ბინის გირაოთი აღება და მით უფრო ყიდვა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის პრივილეგიაა.
2. "ელიტარული" უბნები
ფოტო: Tenor
"მითხარი, რამდენის გადახდა შეგიძლია თვეში და გეტყვი, სად მოგიწევს ცხოვრება".
დიახ, თბილისის სხვადასხვა რაიონსა და უბანში ბინები სხვადასხვანაირად ფასობს. მაგალითად, ვაკეში ღმერთები ცხოვრობენ, საბურთალოზე ანგელოზები და ვარკეთილში კიდევ დაცემული ანგელოზები.
3. თავსატეხი ფოტოები
ფოტო: Booking.com
დღეს გასაქირავებელი ბინების მეტ-ნაკლებად ფართო არჩევანი ვირტუალურ სივრცეში — იმ ქართულ ვებსაიტებზეა წარმოდგენილი, სადაც უძრავი ქონების მეპატრონეები განცხადებებს თავად ათავსებენ. ამ განცხადებებს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე ბინის ფოტოები, რათა წინასწარი წარმოდგენა შეიქმნა შენს პოტენციურ საცხოვრებელზე, თუმცა ხშირად მათი ნაწილი ისეთია, რომ ბინის შესახებ მაინც არაფერს გეუბნება: ვერ აღიქვამ სივრცეს და მასში განლაგებულ ნივთებს შესაფერისად.
ამას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ამ ფოტოების ავტორისგან ფოტოგრაფი ნამდვილად ვერ დადგება, ან უარესი — კადრში მხოლოდ ერთი კუთხის ან საწოლის ნაწილის გამოჩენით სხვა არც ისე სახარბიელო პირობების მიჩქმალვას ცდილობენ.
4. მაცდური ფოტოები
ფოტო: Booking.com
ასევე ძალიან წარმატებულად შეიძლება, რომ სრულიად არასწორი წარმოდგენა შეგიქმნან კონკრეტულ ბინაზე: წლების წინ გადაღებული ფოტოები ატვირთონ, როცა რემონტი ახალგაკეთებული იყო და ახლა ეგ ყველაფერი, სინამდვილეში, ძალიან შელახულია; სულ სხვა ბინის ფოტოებით მიგიტყუონ ან კიდევ ისეთი ფოტოგრაფის მახვილი თვალითა და კამერით აღბეჭდონ ყველაფერი, ქოხსაც რომ სასახლედ წარმოგადგენინებს.
5. "ქირავდება მხოლოდ ორ სტუდენტ გოგონაზე"
ფოტო: Tumblr
თუ სტუდენტი გოგო ხართ და თანაც ორნი, გილოცავთ, დიდი მოლოდინების მიუხედავად, ქართული განათლების სისტემისგან კიდევ ერთ დიდ იმედგაცრუებას თუ იგემებთ, იმაში მაინც გაგიმართლებთ, რომ ბინის ბევრი მეპატრონისთვის სასურველი მდგმური იქნებით. აი, სტუდენტ ბიჭებს კი, როგორც ჩანს, ოდესღაც თავის ნაცვლად გატეხილი სახელის გამო, ხანდახან განსაკუთრებული ნდობის მოპოვება სჭირდებათ, რომ ბინის ქირაობის უფლება მიიღონ.
6. "ვისი გორისა ხარ"
ზოგჯერ არა მხოლოდ გენდერული იდენტობაა ზოგიერთი მეპატრონისთვის უსამართლო მიკერძოების მიზეზი, არამედ რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებაც. მაგალითად, ეთნიკურ ქართველებს ამ მხრივ პრობლემები თითქმის არ ექმნებათ, მაგრამ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს გაცილებით უფრო უჭირთ რასისტული და სხვა დამამცირებელი სტერეოტიპების გამო ბინის დაქირავება ან კიდევ ხშირად მათ ისედაც გაბერილ ფასზე უფრო მეტს ახდევინებენ ხოლმე.
7. ცხოველების ადგილი აქ არ არის
ფოტო: Illumination Entertainment/Universal Pictures
არასასურველი მდგმურების სიაში განსაკუთრებულ ადგილს კატები და ძაღლები იკავებენ ხოლმე, ამიტომ ნაკლებად გაუმართლა იმას, ვინც ოთხფეხა მეგობართან ერთად აპირებს ცხოვრებას.
8. მაკლერებთან ურთიერთობა
ფოტო: Lionsgate
გინდა თუ არ გინდა, უმეტესად მაინც გიწევს ხოლმე კომუნიკაცია მაკლერებთან, რომლებიც ძირითადად მუშაობის ორნაირი პრინციპით გამოირჩევიან ხოლმე: ერთნი დაქცეულ საქათმეზეც გეტყვიან, თაჯმა-ჰალიაო, მეორე ნაწილს კი ხშირად საუბარიც ეზარება და ისიც კი შეიძლება გადაავიწყდეს, რომ მეპატრონესთან დეტალების გარკვევას დაგპირდა და აღარც შეგეხმიანოს.
ამას ემატება ისიც, რომ თუ მეპატრონე მაკლერთანაა გარიგებული, ასეთ დროს ყოველთვის ორი თვის ქირის წინასწარ გადახდა გიწევს, ქირის ისედაც "ხელსაყრელ" ფასებზე კი ზევით უკვე ითქვა.
9. არასდროს იცი, რა როდის გაფუჭდება
ფოტო: DAVE ROTH
ხშირად გასაქირავებელ ბინებს ისე მოაწყობენ ხოლმე, რომ თვალის ერთი შევლებით შეიძლება ვერაფერი დაიწუნო, მაგრამ იქ ცხოვრების დაწყებიდან მალევე აღმოაჩენ, რომ კომფორტი მირაჟივით გაქრა: ნათურა მალე გადაიწვება, მილიდან წყალი დაიწყებს ჟონვას, სარეცხის მანქანა ფეხებს გაფშეკს და ა.შ. თანაც ასეთ დროს მეპატრონემ შეიძლება თავი არც შეიწუხოს მოგვარებაზე დარდით და გამოგიცხადოს, რომ მარტომ უნდა მიხედო პრობლემას. ამიტომაც, სანამ ბინიდან გასვლის დრო მოვა, შეიძლება არაერთხელ მოგიწიოს სხვისი ბინის გარემონტება.
10. ეჭვიანი მეპატრონე
ფოტო: Gfycat
ამ ყველაფერს ბონუსად შეიძლება ისიც დაემატოს, რომ ნაქირავები ბინის მეპატრონეს ხშირად მოეპრიანოს თავისი უძრავი ქონების შემოწმება, ვინიცობაა, რამე ხომ არ დააზიანე, და ხანდახან დაუპატიჟებლადაც კი მოგადგეთ კარზე. ეს არც ისე გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ ვისაც ის გამოუვლია, ხშირად იმდენად უხერხული გამოცდილება ყოფილა, რომ შემდეგ ყველასთვის აღშფოთებულს მოუყოლია.
ცალკე ერთი სტატია არ ეყოფა იმათი ყოფის აღწერას, ვინც საერთოდ მეპატრონესთან ერთად ცხოვრობს...
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს
გადახედვა
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები