როგორც ჩანს, დელტა შტამს მეტი დამაზიანებელი ეფექტი მაღალი ასაკის მოსახლეობაში აქვს — გაბუნია
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამს უფრო მეტად დამაზიანებელი ეფექტი მაღალი ასაკის მოსახლეობაში აქვს. გაბუნია ამ დასკვნას კლინიკური ჯგუფის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს.
"გასული ტალღიდან გამომდინარე, კვლავაც სიკვდილობის მატება აღინიშნება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის პროპორციულად უფრო მეტი გარდაცვალება მიმდინარე ტალღის პირობებში, ვიდრე ეს იყო გასული ტალღის პირობებში", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სიკვდილიანობის ზრდა ახალგაზრდებში მიმდინარე ტალღის დროს, ანუ ე.წ. დელტა შტამის მასობრივი გავრცელების პირობებში არ ფიქსირდება.
"ახალგაზრდებში გარდაცვალების მატების ტენდენცია არ ფიქსირდება.
ზოგადად, საერთო სიკვდილობა რჩება იგივე პროცენტულ მაჩვენებელში. ანუ, საერთო სიკვდილობა არ არის მიმდინარე ტალღაზე და თუ არის, პროპორციულად იზრდება რაოდენობა, ისევ და ისევ ხანდაზმული ასაკის ჯგუფში. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, დელტა ვირუსს მაინც მეტი დამაზიანებელი ეფექტი ახასიათებს ისევ და ისევ მაღალი ასაკის მოსახლეობაში და კიდევ უფრო მეტად უნდა გავფრთხილდეთ ამ მიმართულებით", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ბავშვებს, გაბუნიას თქმით, მიმდინარე ტალღის დროს მათი ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა შემთხვევები ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
"ბავშვების [ინფიცირების] პროპორციული რაოდენობა, ანუ 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის, მოიმატა მიმდინარე ტალღაში. ამის ასახვა იყო ისიც, რომ ჩვენ დავამატეთ ჰოსპიტალური საწოლები ბავშვთა ასაკის პოპულაციისთვის, მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება ისიც, რომ ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევებს უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და ოჯახები უკვე თანახმა არიან, რომ ბავშვი მართონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროში", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დელტა შტამის მახასიათებლებზე ისაუბრა გუშინ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩახიძემაც. ჩხაიძის თქმით, ე.წ. დელტა შტამის მიმდინარეობა ორგანიზმში უფრო მძიმეა, შესაბამისად, უფრო მეტად განაპირობებს სიკვდილს, ვიდრე ე.წ. ბრიტანული ვარიანტი.
5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 80% დელტა შტამია. მისივე ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში, ანუ ქალაქებში, სადაც, ჩვეულებრივ, ყველაზე მაღალია ინფიცირების მაჩვენებლები, თითქმის 100%-ით დელტა შტამი ფიქსირდება.
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
კომენტარები