პრინც ენდრიუს სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივიან
ამერიკელი ქალი ვირჯინია ჯუფრე ამბობს, რომ 17 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს, სადაც მასზე დედოფლის შვილმა პრინცმა ენდრიუმ სექსუალურად იძალადა. ჯუფრე ასევე სექსუალურ მოძალადედ ცნობილი ჯეფრი ეპშტეინის მბრალდებელია და აცხადებს, რომ პრინცმა ენდრიუმ მასზე ლონდონსა და ნიუ-იორკში ყოფნისას იძალადა.
ჯუფრემ სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში შეიტანა. მისი მიხედვით პრინცმა ენდრიუმ მასზე ლონდონში, ეპშტეინის დამხმარის, გისლეინ მაქსველის სახლში იძალადა, ასევე ამერიკაში — ეპშტეინის მანჰეტენის ბინაში და ვირჯინიის კუნძულზე მდებარე სახლში.
ვირჯინია ჯუფრე, რომელიც წარსულში ვირჯინია რობერტსი იყო, აცხადებს, რომ ის არასრულწლოვანი იყო, როცა სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და პრინცი ენდრიუ მასზე ამ პერიოდში ძალადობდა. ის დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა მასზე ძალადობის დროს მისი ასაკი იცოდა. პრინცი ენდრიუ დღემდე ყველა ბრალდებას უარყოფს.
"ამერიკაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი და არც პრინცი. კანონმა ყველა უნდა დაგვიცვას, იმის მიუხედავად, რამდენად დიდი ძალაუფლება აქვს ჩვენს მოწინააღმდეგეს. 20 წლის წინ, პრინცი ენდრიუს ძალაუფლებამ, ქონებამ და კავშირებმა მას საშუალება მისცა დაუსჯელად გამოსულიყო ამ საქმიდან და არავინ დაიცვა ბავშვი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო. ბევრი დრო გავიდა და მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ", — წერია სარჩელში.
ჯუფრეს ბრალდებები პირველად წლების წინ გაჟღერდა, თუმცა აქამდე ენდრიუს წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია და ახლა მისი განხილვა ახალი კანონის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც იმ ადამიანებს იცავს, რომლებზეც ბავშვობაში იძალადეს.
"ვიცი, რომ ეს რისკის ქვეშ მაყენებს მეც და ჩემს ოჯახსაც, ვიცი, რომ პრინცი ენდრიუ და მისი გუნდის წევრები ომს გამომიცხადებენ, მაგრამ არ შემიძლია იმ ადამიანებს გავუცრუო იმედი, ვისაც გამოუცდია ძალადობა და სიმართლის სჯერა", — განაცხადა ვირჯინიამ.
2019 წელს ბრალდებებს დედოფლის შვილი BBC-ის ეთერით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ "არასდროს მომხდარა" და "ის გოგონას არასდროს შეხვედრია", რის შემდეგაც ვირჯინიამ მასთან ლონდონში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ენდრიუმ განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობას ნანობდა. კრიტიკის შემდეგ მან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ დაკისრებული ვალდებულებები დატოვა.
პრინცი ენდრიუ, ვირჯინია ჯუფრე და გისლეინ მაქსველი. მოგვიანებით გისლეინის ძმამ ამ ფოტოში საკუთარი დის ლონდონში მდებარე ბინა ამოიცნო.
ჯეფრი ეპშტეინი ამერიკელი ფინანსისტი და გავლენიანი პირი იყო, რომელსაც რამდენიმეწლიანი ბრალდებების შემდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებები დაუმტკიცდა. ფედერალური გამოძიების დროს შესაძლებელი გახდა 36 გოგოს იდენტიფიცირება, რომელზეც მან სექსუალურად იძალადა, მათგან რამდენიმე 14 წლის იყო. ეპშტეინი 2019 წელს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიების ცნობით, მან მორიგი სასამართლოს წინ თავი მოიკლა. ამ დროისთვის დაპატიმრებულია მისი პარტნიორი გისლეინ მაქსველიც, რომელსაც ვირჯინია ასევე ადანაშაულებს სექსუალურ ძალადობაში. ის დასძენს, რომ 1999-დან 2002 წლებში ის სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და წინააღმდეგობის შემთხვევაში, მას ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები