10 რჩევა, თუ ბიზნესის დაწყებას აპირებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ყველას გვიფიქრია საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე: რა ჯობია იმას, როცა შენი თავის უფროსი თავად ხარ?! ზოგიერთს ეს საქმე ზედმეტად მარტივად ეჩვენება, ბევრისთვის კი ბიზნესის მართვა გადაულახავ სირთულეებთან ასოცირდება — სინამდვილეში, ამ სფეროში მთავარია სწორად დაგეგმო, მწყობრი ნაბიჯებით იმოძრაო და ყველა რისკი მაქსიმალურად დააზღვიო.
დიახ, იღბალიც საჭიროა, მაგრამ წარმატებამ უკიდეგანო აღფრთოვანებაში არ უნდა ჩაგაგდოს და წარუმატებლობამ — უკიდეგანოვე სტრესში.
მოკლედ, ბიზნესის დასაწყებად ბიზნესგეგმის დაწერა დაგჭირდება. ეს დოკუმენტი დაგეხმარება ნათლად დაინახო თუ რა გსურს, სად მიდიხარ, როგორ შეძლებ საკუთარი მიზნების განხორციელებას და რამდენად ღირს ამ საქმეში დროის, ფულისა და საკუთარი ენერგიის ჩადება. ამასთან, ბიზნესგეგმა პარტნიორებთან ურთიერთობის დასამყარებლადაც გამოგადგება.
თუ დღეს, ან სამომავლოდ ბიზნესის დაწყებას აპირებ და ბიძგი გჭირდება, ეს 10 რჩევა აუცილებლად გამოგადგება:
1. მიჰყევი იდეის გენერალურ ხაზს
ფოტო: uigo / Dribbble
მნიშვნელოვანია, რაში მდგომარეობს შენი ბიზნესიდეა. დასაწყისისთვის, ნუ დაიბნევი და მიედ-მოედები სამყაროს. თუ იდეას მაქსიმალურად დახვეწ და დააკონკრეტებ, ეს ძალიან დაგეხმარება. ამასთან, გამოიკვეთება შენი იდეის გენერალური ხაზი — ანუ სად გსურს საბოლოოდ მისვლა. ამ გზაზე მწყობრი ნაბიჯებით გაყოლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
2. გადაწყვიტე: მარტო, თუ პარტნიორთან ერთად
ფოტო: Toms Stals / Dribbble
კარგი იქნება თუ ბიზნესის დაწყებამდე გადაწყვეტ, მარტო გსურს და შეგიძლია შენი მიზნების განხორციელება, თუ ამისთვის საქმიანი პარტნიორი გჭირდება. ხშირად საქმეების გადანაწილება მნიშვნელოვნად ამარტივებს საქმეს.
ადამიანები სრულიად უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან — შესაძლებელია, შენ პერსონალის მართვაში იყო ძლიერი, მაგრამ ნაკლებად გესმოდეს მარკეტინგის საკითხები. ეკონომიკაში ერთი დაუწერელი კანონია: როდესაც ყველა იმ საქმეს აკეთებს, რომელიც კარგად გამოსდის, საბოლოო შედეგის პროდუქტიულობა მაქსიმუმს აღწევს.
ამასთან, შესაძლებელია ბიზნესის მფლობელი მხოლოდ შენ იყო, თუმცა მის სამართავად ძლიერი გუნდი დაგჭირდება. გაითვალისწინე, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანური კაპიტალი წარმატებული ბიზნესის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
3. ფინანსები — შეაფასე საკუთარი იდეა
ფოტო: Jasmine Xiong / Dribbble
შეაფასე საკუთარი იდეა — დათვალე ბიუჯეტი. გაითვალისწინე ყველა ფიქსირებული და ცვლადი ხარჯი. ჩადი მაქსიმალურად სიღრმეებში და გამოთვალე, რამდენი გიჯდება ერთი ერთეული პროდუქტის (მომსახურების) წარმოება და დაადე ფასი შენს პროდუქტს.
გაიანგარიშე ყველა შესაძლო ფინანსური სცენარი — რამდენად უნდა გაყიდო შენი პროდუქტი იმისთვის, რომ ბიზნესმა საკუთარი თავის დაფინანსება, შემდგომ კი განვითარება შეძლოს.
4. მოიზიდე სახსრები
ფოტო: Vectoryland / Dribbble
ბიზნესის დაწყებამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ საიდან მოგაქვს ფული: ეს შენი პირადი დანაზოგია, პარტნიორის თანხაა, თუ საბანკო ვალდებულება.
თუ თანხას სესხად იღებ, მაშინ ფინანსური ანგარიშგებისას მისი სარგებლობისთვის გადახდილი პროცენტის გასავალიც უნდა გაითვალისწინო.
არ გეგონოს, რომ საკუთარ დანაზოგს მსგავსი დანახარჯი არ აქვს — ამას ალტერნატიული დანახარჯი ეწოდება. ანუ, რა თანხას მიიღებდი ამ თანხიდან ბიზნესში რომ არ ჩაგედო და მაგალითად, დეპოზიტზე განგეთავსებინა. ფინანსების დათვლისას ამის გათვალისწინებაც საჭიროა.
5. აღწერე საკუთარი პროდუქტი
ფოტო: Pixel True / Dribbble
ბიზნესგეგმაში შენი პროდუქტი დეტალურად უნდა იყოს აღწერილი. ეს დაგეხმარება, რომ პოტენციური პარტნიორები მარტივად დაითანხმო შენთან თანამშრომლობაზე.
ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ იდეა, რომელიც ჩვენს გონებაშია, ყველასთვის მარტივად გასაგებია. ამ დროს, შესაძლებელია, რომ ის ბევრისთვის გაუგებარი იყოს.
6. შექმენი ბრენდი
ფოტო: Petra Sitaru / Dribbble
იფიქრე საკუთარი ბრენდის შექმნაზე — ეს მნიშვნელოვანია! შესაძლებელია, ბიზნესის დასაწყისშივე ძლიერი ბრენდის შექმნა გაჭირდეს, თუმცა ყოველთვის უნდა გქონდეს სათვალავში რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს.
ბრენდის შექმნა დაგეხმარება, მომხმარებელმა მარტივად დაგიმახსოვროს და ზუსტად იმ დროს გაახსენდე, როდესაც დასჭირდები. ეს შესაძლებელია იყოს შენი ბიზნესისთვის დამახასიათებელი ლოგო, სლოგანი, ფერი და სხვ.
7. განსაზღვრე, ვინ არიან შენი მომხმარებლები
ფოტო: Abelardo Pulido / Dribbble
მნიშვნელოვანია იცოდე, თუ ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია — ანუ, ვისთვის და ვისზე მუშაობ. ასაკი, სქესი, თუ სხვა ნებისმიერი მახასიათებელი.
როდესაც იცი, ვინ არის შენი პოტენციური მომხმარებელი, მარტივია მას მეტად მოერგო. მისი საჭიროებების მიხედვით განვითარდე. კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრირება დაგიზოგავს დროსაც, ხარჯებსაც და ენერგიასაც.
8. განსაზღვრე, ვინ არიან შენი კონკურენტები
ფოტო: Hamid R Mousazade / Dribbble
კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. არ იფიქრო, რომ უკონკურენტო გარემო იდეალური მდგომარეობა იქნება შენი ბიზნესისთვის. მართალია, ახალი ბაზრების ათვისება მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლევა, თუმცა როდესაც განვითარებაზე ხარ კონცენტრირებული, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტულ გარემოში ოპერირებდე.
შეისწავლე კონკურენტები კარგად. აუცილებელია იცოდე, რა გამოგარჩევს მათგან და სად იკვეთებით. რომელ კომპონენტებში ფლობ უპირატესობას და სად გჯობნიან ისინი. გათვალე, რამდენად და დროის რა ინტერვალშია შესაძლებელი მათთვის კონკურენციის გაწევა.
9. გათვალე რისკები და მათი დაზღვევის გზები
ფოტო: Serj Marco / Dribbble
რისკი ყველა სახის ფინანსურ საქმიანობას ახლავს თან. ეს არ არის ფაქტორი, რომელმაც იმდენად უნდა შეგვაშინოს, რომ ჩვენ მიზნებზე უარი ვთქვათ, თუმცა მასთან ხუმრობაც არ ღირს.
მოკლედ, ფინანსური ანგარიშგება იმგვარად შეადგინე, რომ პესიმისტური სცენარი ყველაზე რთულად წარმოსადგენ შემთხვევებსაც ითვალისწინებდეს. ამასთან, შექმენი ე.წ გადაუდებელი დახმარების ფონდი, სადაც იმ თანხებს შეინახავ, რომელსაც კრიზისის დროს გამოიყენებ. ეცადე, გადაწყვეტილებების მიღებისას ბალანსი დაიცვა. ამასთან, უმრავლეს შემთხვევებში დარჩი რაციონალურობის ფარგლებში, ეს დაგეხმარება მოვლენები ობიექტურად შეაფასო.
10. ჩაატარე ბაზრის გენერალური კვლევა და დაფიქრდი, რა შეიძლება იყოს ხვალ
ფოტო: Hurca!™ / Dribbble
ბაზრის კვლევა აქამდე ჩამოთვლილი ნაბიჯების უმრავლესობასაც მოიცავს, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდე როგორი ტიპის ეკონომიკაში ოპერირებ. აქ იგულისხმება ქვეყნის (ბაზრის) როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ვითარების გარკვევა. ამასთან, უკვე გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორი ვითარებაა ბაზარზე პანდემიის პერიოდში.
გაიხედე შორს! შესაძლებელია, რომ გზად ბევრი რამ შეცვალო, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც თავიდანვე ხედავ განვითარების პერსპექტივას — ეს მიზნისკენ სწრაფვაში დაგეხმარება.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ბიზნესის დაწყებამდე მკაფიო გეგმის შემუშავება დაგჭირდება. ამისთვის უკვე არსებობს აპრობირებული მიდგომა — ბიზნესგეგმაში ყველა ჩამოთვლილი დეტალი მკაფიოდ იწერება. თუ ბიზნესგეგმის დოკუმენტის შედგენისთვის დახმარება დაგჭირდება, შეგიძლია ეწვიო საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს, სადაც სხვა ონლაინ სემინარებთან ერთად ბიზნესგეგმის უფასო ლექციასაც შეგიძლია დაესწრო.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები