სოციალური სამართლიანობის ცენტრი რიონის ხეობის მცველებთან თანამშრომლობას წყვეტს
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) რიონის ხეობის მცველებთან თანამსრომლობას წყვეტს. ორგანიზაციის განცხადებით, რიონის ხეობის მცველების მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
"რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამინური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა. თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ. კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაციაში საუბრობენ რიონის ხეობის მცველების ჰომოფობიურ განცხადებაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ასევე, მოძრაობის ლიდერების მიერ ძალადობრი კონტრაქციაში მონაწილეობაზე და მიუთითებენ, რომ ამ აქციის ძალადობრივი შინაარსი და განზრახვა თავიდანვე ცხადი იყო.
"კონტრაქციაზე დილიდანვე დაიწყო ძალადობრივი შეტევა ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებზე. კონტრაქციის მონაწილეები შევარდნენ და დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი. თავს დაესხნენ სხვა სამოქალაქო და აქტივისტური ორგანიზაციების ოფისებსაც. დაფიქსირდა ძალადობის უმძიმესი შემთხვევები არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვის მიმართ. სამწუხაროდ, ძალადობის ამ მასშტაბურ, არაჰუმანურ და კოლექტიურ პრაქტიკაზე რიონის ხეობის მცველების დამაჯერებელი და თვითრეფლექსიური კრიტიკა არ მოგვისმენია", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ღირსების კვირეულამდე რამდენიმე ხნით ადრეც აშკარა იყო, რომ კონტრაქცია მიზნად ისახავდა არა პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას, არამედ ძალადობრივ დომინაციას, ჩაგვრის და უთანხმოებების გამწვავებას ისედაც დაყოფილ და პოლარიზებულ საზოგადოებაში.
"ხელისუფლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან წესრიგის დაცვაზე დემონსტრაციული უარი, კიდევ ერთხელ აჩვენებს ლგბტქ თემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების სტრატეგიას და ამ თემაზე კაპიტალიზებით პოპულისტური მხარდაჭერის და ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გადაფარვის მოტივაციას. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ თამაშში საპატრიარქო და ხელისუფლება მოკავშირეებად მოგვევლინენ. სასულიერო პირების ნაწილი ღიად და საჯაროდ ახალისებდა ძალადობას, სიძულვილსა და ჩაგვრას", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, ამ რეალობაში რიონის ხეობის მცველების მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰომოფობია საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მის დაძლევას გრძელვადიანი შრომა და დიალოგი სჭირდება, რაზეც რიონის ხეობის მცველებმა უარი თქვეს.
"ცხადია, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განათლების და კულტურის არსებული სისტემები მისი დაძლევის შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ჩანს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ხელისუფლების, საპატრიარქოს და სხვა რადიკალური ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჰომოფობიის დაძლევას გრძელვადიანი, სისტემური და ტრანსფორმაციაზე მიმართული შრომა და დიალოგი სჭირდება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა ღიად ძალადობრივ აქციასთან საკუთარი თავის დაკავშირებით, ამ დიალოგზე უარი თქვეს", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მათივე განცხადებით, მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი.
"ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევის და გამოხატვის პოტენციალს", — აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 5 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილეობის გამო, მწვანე ალტერნატივა რიონის ხეობის მცველებთან კომუნიკაციას წყვეტს.
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები