პრაიდის რეალური მიზნის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებია — კობახიძე
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თბილისი პრაიდის რეალური მიზანი არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებია.
"ფაქტია, რომ პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. რაც დღეს ხდება თბილისში არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში", — განაცხადა კობახიძემ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.
- სირცხვილიას ოფისთან TV პირველის ოპერატორს სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
-
კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები" კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები"
გადახედვა
-
საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
EU-ის ქვეყნების შემდეგ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვას შვეიცარიაც აწესებს EU-ის ქვეყნების შემდეგ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვას შვეიცარიაც აწესებს
გადახედვა
-
Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი
-
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება
გადახედვა
-
აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები — კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები — კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა —Sintra’s Salt მალე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა —Sintra’s Salt მალე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს
-
დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
გადახედვა
-
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი? NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
-
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა 1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
-
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე? ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
-
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
კომენტარები