ძალადობრივი და ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს თავში კეტი ჩაარტყა. ჟურნალისტი, მაკო ჯაბუა ადგილიდან პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

ძალადობრივი კონტრაქციის წევრები მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. დაშავებულები არიან რუსთავი 2-ისა და TV პირველის გადამღები ჯგუფები.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. ის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, როცა რამდენიმე აგრესიულმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი კრა და ცდილობდა ტელეფონი გადაეგდოთ.

ადგილზე მყოფმა პოლიციამ ისინი ჟურნალისტს მოარიდა, თუმცა არ დაუკავებია.