ძალადობრივი კონტრაქციის წევრები მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. გამოცემა ტაბულას ჟურნალისტს ერთ-ერთმა პირმა თავში კეტი ჩაარტყა.

ისინი თავს დაესხნენ რუსთავი 2-ის 10-მდე ჟურნალისტსა და ოპერატორს. ამასთან, დამტვრეულია აპარატურა. დაშავებულია TV პირველის გადამღები ჯგუფიც, დამტვრეულია ორი კამერა.

ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორიც, მას ტექნიკა დაუმტვრიეს.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა ჟურნალისტების დაშავების შესახებაც.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. ის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, როცა რამდენიმე აგრესიულმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი კრა და ცდილობდა, ტელეფონი გადაეგდო.

ადგილზე მყოფმა პოლიციამ ისინი ჟურნალისტს მოარიდა, თუმცა არ დაუკავებია.