თბილისი პრაიდის ღონისძიების პარალელურად მობილიზებული ჰომოფობიური აქციის 11 მონაწილე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები იმ ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ, სადაც დოკუმენტური ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები კვერცხებსა და ბოთლებს ისროდნენ.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 1-ლ ივლისს დაიწყო , რომლის ფარგლებშიც 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება.