TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
ფოტო: კადრი TV პირველის ვიდეოდან
წალკის მუნიციპალიტეტში TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი 30 ივნისს ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.
TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკაში, სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს დაესხნენ თავს და დამტვრეულია აპარატურა. ჟურნალისტის ინფორმაციით, თავდასხმაში გამგებლის ბიძაც მონაწილეობდა.
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ On.ge-ს უთხრა, ჯგუფი წინწყაროში ადგილობრივების თხოვნით იყო ჩასული. მოსახლეობა ადგილზე არაფორმალური მმართველობის პრობლემასა და მიწების მიტაცების საკითხზე საუბრობს. მათი თქმით, ვითარებას ადგილზე გამგებელი აფრასიძე და მისი ნათესავები აკონტროლებენ.
ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილის თქმით, ქუჩაში მოსახლეობის ჩაწერისას დაესხნენ თავს და თავდასხმის რამდენიმე ეპიზოდი იყო, რა დროსაც მათ აპარატურა დაუზიანეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, გამოირჩეოდა. ამასთან, როგორც ელიკაშვილი ამბობს, მომხდარს თავად გამგებელიც შეესწრო, მაგრამ მას ბიძისთვის არათუ ხელი არ შეუშლია, არამედ გაამართლა კიდეც.
TV პირველის მიერ გადაღებულ კადრებში პირდაპირ ჩანს და ისმის, როგორ აყენებს ის ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორ აგინებს და როგორ უშლის ხელს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში.
"გასწიე, გითხარი! გასწიე! ერთხელ ვერ გაიგონე? TV პირველს ვერ ვიტან, თქვენს დედებს *** თქვე ბოზებო, დაახვიეთ აქედან... გაიკეთე***, ბლიად. თქვენს დედებს*** მე, ბიჭო... პოლიციას მივმართავ (ჟურნალისტი)... მიმართე, შენი დედიკო *** ნუ მიღებ თორემ ამ კბილებს ამოგიღებ", — ისმის ჩანაწერში.
ამის შემდეგ კი გოჩა აფრასიძე თანასოფლელებს დაუპირისპირდა, რადგან ისინი ჟურნალისტების დაცვას ცდილობდნენ. აფრასიძე მათაც ემუქრება და აგინებს.
ამასთან, კადრებში ჩანს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა უკვე გამგეობის შენობასთან მოხდა, სადაც უკვე გამგებლის დედა დაუპირისპირდა ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდა.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები