აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დონალდ რამსფელდი, რომელსაც პოსტი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდისა ჯორჯ ბუში უმცროსის დროს ეკავა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ერაყის ომის მთავარი არქიტექტორს უწოდებდნენ.

რამსფელდი საქართველოს აქტიური მხარდამჭერიც იყო და ქვეყანაშიც რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ამერიკის ხმის ცნობით, ამერიკის ისტორიაში ის პირველი თავდაცვის მდივანი იყო, რომელიც 2001 წლის დეკემბერში, დამოუკიდებელ საქართველოში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. განმეორებით კი საქართველოში ის 2003 წლის დეკემბერში იმყოფებოდა.

2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონალდ რამსფელდი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა.