"იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე" — წალკის მუნიციპალიტეტის არაკორექტული პასუხი მოქალაქეს
"იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე", "კორექტულობა გმართებს", — ეს სიტყვები წალკის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდმა ერთ-ერთი მომხმარებელს პოსტის კომენტარებში დაუწერა.
25 ივნისს ფეისბუქის მომხმარებელმა, კონსტანტინე გაბულდანმა მთავარი არხის სიუჟეტი გააზიარა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ წალკის მუნიციპალიტეტი მამა-შვილი ბაღაშვილების კონცერტისთვის 15 ათას ლარს დახარჯავს. პოსტში გაბულდანს მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდი აქვს მონიშნული და მათ "იმბეცილებს" უწოდებს.
სწორედ ამ პოსტის ქვეშ დაიწერა წალკის მუნიციპალიტეტის კომენტარი, სადაც მოქალაქეს არაკორექტულად მიმართავდნენ და საპასუხოდ "იმბეცილი" უწოდეს.
ამასთან დაკავშირებით On.ge წალკის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ევგენია ფურცელაძის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ და ადმინისტრატორს გაფრთხილებას მისცემენ. თუმცა ის აღნიშნავს, რომ მსგავსი მიმართვის უფლება არც მოქალაქეს აქვს.
"არ უნდა დაეწერათ, უბრალოდ, ეტყობა, არ ესიამოვნათ. ახალგაზრდა ბიჭი ჩვენი მოქალაქეა, ჩვენ ახლა აქ უფროსი ხალხი ვართ, ასაკით და თანამდებობით და რაღაცას ვაკეთებთ... ასე არ უნდა მოგვმართოს, არც მოქალაქეს აქვს უფლება. ვამოწმებ კომენტარებს და ვცდილობთ, რომ ზრდილობიანი კომენტარები იყოს [...] ვუთხარით, რომ ეს სიტყვა არ უნდა დაგვეწერა, მაგრამ უშეცდომო არავინაა. მე მგონია, რომ ისეთ დიდი ტრაგედია არ მოხდა", — ამბობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.
მოგვიანებით, ევგენია ფურცელაძე On.ge-ს თვითონ დაუკავშირდა. მისი განმარტებით, კომენტარი მუნიციპალიტეტის სახელით უყურადღებობის გამო დაიწერა.
"პირადად როგორც მოქალაქეებმა ისე დაწერეს ეს კომენტარი, მაგრამ ეტყობა, იმ საიტიდან იყვნენ შესულები და იმიტომ დაიწერა წალკის მუნიციპალიტეტის მერია, თორემ მე ვაკონტროლებ, რომ მერიის სახელით ასეთი არაფერი დაიწეროს", — თქვა ფურცელაძემ.
აღნიშნული პოსტი და კომენტარები ამ დრომდე [11:38] იძებნება.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები