ნინოწმინდა სარაგბო კლუბ ტაოს თანხას ისე ურიცხავს, რომ იქ არც ერთი მოთამაშე არ ჰყავს — TI
ფოტო: Augustas Cetkauskas
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სარაგბო კლუბ ტაოს თანხას ისე ურიცხავს, რომ ოთხი წლის განმავლობაში იქ არც ერთი მოთამაშე არ ჰყოლია. როგორც TI-ს მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, 2016-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა კლუბს 130 000 ლარი გადაურიცხა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო განმარტავს, რომ სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
TI-ს გავრცელებული ინფორმაციით, ფონდმა ქართუმ 2012-2013 წლებში მოაწყო ასპინძის სარაგბო ბაზა, რომელსაც ფლობს შპს რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელი — ააიპ რაგბის მხარდამჭერთა ლიგა (20%) და ააიპ ასოციაცია ატუ (80%) პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთანაც და პარტია ქართულ ოცნებასთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებმა 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს, მათმა დამფუძნებლებმა კი ქართულ ოცნებას და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 376 200 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ასპინძის სარაგბო ბაზის ფინანსურ მხარდაჭერა მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. მათ 2016 წელს ააიპ სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო დააფუძნეს და სარაგბო ბაზის საბიუჯეტო დაფინანსების სქემა შექმნეს. მუნიციპალიტეტებმა ამ ააიპ-ს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, 2016-2020 წლებში, ჯამში 1 171 861 ლარი გადაურიცხეს.
"2016 წელს ააიპ სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაოს დაფუძნების ინიციატივით ასპინძის მაშინდელი მერი და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლევან ცაბაძე (ლეონსიო) გამოვიდა. მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან (ახალქალაქი 2017 წლიდან შეურთდა), ააიპ-სთვის გამოყოფილი თანხა ათასობით ლარით იზრდება", — ნათქვამია TI-ს მასალაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტაოს ძირითადი გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს და მას ჰყავს ჭაბუკთა გუნდებიც. რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ნინოწმინდას არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია, თუმცა 2016-2020 წლებში, 130 000 ლარი გადაურიცხა.
რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, TI-ში აღნიშნავენ, რომ ჭაბუკთა გუნდში 2018 და 2020 წელს თითო-თითო, 2019 წელს კი 2 მოთამაშე ჰყავდა, თუმცა ბიუჯეტიდან თანხას 2017 წლიდან რიცხავს და ჯამში ტაოს 190 000 ლარი გადაუხადა.
"ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, ჯამში მხოლოდ 3 ახალგაზრდისთვის, 55 000-55 000 ათასი ლარი გამოყო. შედარებისთვის, ამავე წლებში, ახალქალაქის ბიუჯეტში ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვისთვის 40 000 და 45 000 ლარია გაწერილი, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ფასიანი სწავლების დაფინანსებაზე — 45 000 ლარი, მედიკამენტების შეძენაზე — 40 000 ლარი, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე კი — 49 000 ლარი", — ვკითხულობთ კვლევაში.
ტაომ 2016-2021 წლებში 9 ტენდერი გამოაცხადა სპორტული შეკრებების დროს, მონაწილეების სასტუმროში დაბინავებასა და კვებით უზრუნველყოფაზე. როგორც TI-ში აღნიშნავენ, სატენდერო პირობები ისე იყო გაწერილი, რომ მათ მხოლოდ ასპინძის რაგბის ბაზა აკმაყოფილებდა. შესაბამისად, მისი მფლობელი, რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15 უკონკურენტოდ იგებდა.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სარაგბო კლუბ ტაოს პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე რაგბის მხარდამჭერთა ალიანსის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორია. ალიანსს კი ტაოს გარდა, სხვა ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია. ერთი გამონაკლისის გარდა კი, ხელშეკრულება იმ თანხაზე უფორმდება, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა.
TI-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ორგანიზაციები რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-ს პირდაპირ შესყიდვებსაც უფორმებენ და 2015-2020 წლებში, 13 პირდაპირი შესყიდვით სულ 48 108 ლარი მიიღო.
"აღსანიშნავია, რომ შპს რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-ის მენეჯერი, 2014-2017 წლებში ასპინძის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და 2017-2021 წლებში ასპინძის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის ანა ტივაძის დედაა. ვიდრე, ანა ტივაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, შპს-ში აღნიშნული პოზიცია თავად ეკავა", — განმარტავენ ორგანიზაციაში.
საერთშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეისწავლოს რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-სა და სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს ტენდერები, ასევე, ამავე შპს-თან და ააიპ ასოციაცია ატუსთან მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
-
სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა
გადახედვა
-
10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი 10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი
გადახედვა
-
შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
გადახედვა
-
გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
გადახედვა
-
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ბენზინად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
გადახედვა
-
24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა 24 საათში მზეზე 27 ამოფრქვევა მოხდა
გადახედვა
-
ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
-
ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს ირანში ოსკარზე ნომინირებული ფილმის თანასცენარისტი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი სერიალი ერთი კადრით
-
ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში როგორი იყო ტროა — ცხოვრება ლეგენდარულ ქალაქში
გადახედვა
-
მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაშვება მარტისთვის გადაიდო — რა გახდა ამის მიზეზი
გადახედვა
-
ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი ირანში დააკავეს ოსკარზე ნომინირებული ფილმის, It Was Just an Accident-ის ერთ-ერთი სცენარისტი
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
-
ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო... ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ
გადახედვა
-
საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით საქსტატი: იანვარში თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი — 16.9%-ით, პური — 14.3%-ით
გადახედვა
-
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
-
ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა ნანა სანდერი: ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა
გადახედვა

კომენტარები