გვართმევს თუ არა ლარი ლუკმას?
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET-ის ბლოგზე.
„არაბული გაზაფხული მშიერთა რევოლუცია იყო,“ – ასე განაცხადა ბოსტონ გლოუბის ჟურნალისტმა თენესის კამბანისმა 2011 წლის სტატიაში, სადაც ამტკიცებდა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა შეზღუდულია, „სასადილო მაგიდაზე შეტევა“ კარგი იდეა არ არის. იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვებზე ფასები, ის კიდევ უფრო შორს წავიდა – მკითხველებს შეახსენა, რომ ეგვიპტეში ფასების თითქმის 19%-იან ინფლაციას ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.
საკვებზე ფასების მატებამ, როგორიც იყო, მაგალითად, 2007-2008 წლებში მარცვლეულზე ფასების ზრდა, ან სხვა სახის შოკებმა, მაგალითად, ვალუტის გაუფასურებამ, შესაძლოა, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც საკვებზე დანახარჯს მაღალი წილი უჭირავს მთლიან დანახარჯებში. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ია. ზოგიერთ ქვეყანაში კი საკვების მოხმარების წილი 80%-საც კი აღწევს (მაგ.: ანგოლაში).
ფასების მერყეობა საკვებზე კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს. საქართველო ამის კლასიკური მაგალითია, რადგან საქართველოში მოხმარებული ხორბლის 80% და ხორცის 50% იმპორტირებულია. საქართველო იმპორტზე ძლიერ არის დამოკიდებული, გამომდინარე აქედან, ლარის გაუფასურებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკვების ფასების სტაბილურობაც. ლარის გაუფასურება 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის ბოლოსთვის ადგილობრივი ვალუტა ნომინალურად თითქმის 50%-ით გაუფასურდა. ითვლება, რომ ვალუტის გაუფასურება გარდაუვლად იწვევს საკვებზე ფასების მატებას, თუმცა საინტერესოა, რამდენად გამართლდა ეს მოსაზრება საქართველოს შემთხვევაში?
ცოტაოდენი თეორია...
თეორიულად, სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც ვალუტა უფასურდება, იმპორტი ძვირდება. როდესაც გაცვლითი კურსი იზრდება, იმპორტიორ ქვეყანას მეტი ადგილობრივი ვალუტა სჭირდება იმავე ოდენობის უცხოური ვალუტის შესაძენად, ვიდრე ადრე სჭირდებოდა. ეს კი აძვირებს ადგილობრივ ფასებს იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლის ოდენობაც საბოლოოდ მცირდება. ამის საპირისპიროდ, ვალუტის გაუფასურებას დადებითი გავლენა აქვს ექსპორტზე, რადგან, გაუფასურებული ადგილობრივი ვალუტის შედეგად, მყიდველისთვის ექსპორტი იაფდება.
გამომდინარე აქედან, გაცვლით კურსსა და საკვებზე ფასებს შორის ნამდვილად არსებობს კავშირი. თუმცა ეს ურთიერთკავშირი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ნაჩვენებია საქართველოში საკვები პროდუქტების ფასებისა და გაცვლითი კურსის ინდექსები, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი ქცევა ახასიათებთ. როდესაც იზრდება გაცვლითი კურსი (ვალუტა უფასურდება), იზრდება ფასები საკვებზე. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, 2016 წლის მარტი-მაისის პერიოდში საკვებზე ფასები სტაბილური იყო, გაცვლითი კურსის ინდექსი კი ჯერ შემცირდა და შემდეგ კვლავ გაიზარდა. 2016 წლის ივლის-აგვისტოში გაცვლითი კურსის ინდექსი დაეცა, საკვებზე ფასები კი გაიზარდა.
იზრდება თუ არა საკვებზე ფასები საქართველოში?
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარი უფასურდებოდა. 2016 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ის მცირე ხნით გაძვირდა და შემდეგ, წლის მეორე ნახევარში კვლავ გაუფასურება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ლარი 2014 წლის ნიშნულზე (1.7-1.8 ₾/$) გაძვირების პერიოდებშიც კი აღარ დაბრუნებულა.
იმისათვის, რომ შევაფასოთ, გაძვირდა, თუ არა ფასები საკვებზე ვალუტის გაუფასურების შედეგად, საჭიროა, გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რეალური გაცვლითი კურსი არის ვალუტის მსყიდველობითი უნარი სხვა ვალუტასთან მიმართებით მიმდინარე გაცვლითი კურსისა და ფასების პირობებში.
— ვიკიპედია
პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურ გამოხატულებებს. ნომინალურ გამოხატულებაში ლარი დოლართან მიმართებით 49.1%-ით გაუფასურდა (2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის დემებრამდე კურსი 1,78-დან 2,65 ₾/$-მდე ავიდა). თუმცა თუ ₾/$ რეალურ გაცვლით კურსს შევხედავთ, მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. ₾/$ გაცვლითი კურსი 29,5%-ით დაეცა იმავე პერიოდში. შესაბამისად, ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ, როგორც ნომინალურ, ისე, რეალურ გამოხატულებებში, თუმცა, რადგან აშშ არ არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი საკვების იმპორტის მიმართულებით, უპრიანია, შევხედოთ რეალურ გაცვლით კურსებს საქართველოსა და თურქეთს და საქართველოსა და რუსეთს შორის. ლარი/ლირას და ლარი/რუბლის რეალური გაცვლითი კურსებიდან, შესაბამისად, ჩანს, რომ ქართული ლარი თურქულ ლირასთან მიმართებაში მცირედ, 4%-ით, რუსული რუბლის მიმართ უფრო ძლიერ, 20%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, რეალურ გამოხატულებაში გაუფასურება, ნომინალურ ცვლილებებთან შედარებით, არც ისე მაღალი იყო.
რაც შეეხება საკვებზე ფასებს, 2016 წლის ბოლოს, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, ფასები ნომინალურ გამოხატულებაში 6,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძლიერ დამოკიდებლულია იმპორტზე და ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდა, ფასები საკვებზე იმავე ტემპით არ გაზრდილა. მეტიც, ფასები შემცირდა ზოგიერთ ისეთ პროდუქტზე, რომელთაც ფართოდ მოიხმარენ ქართული შინმეურნეობები. ასე მაგალითად, კარტოფილის საცალო ფასი დაეცა 6,5%-ით, ყველის – 5,2%-ით, ლობიოსი კი – 2,2%-ით. თუმცა, ვინაიდან საკვებზე ფასების ინდექსი გაიზარდა, საკვების უმეტესობა გაძვირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა სიმინდის ფქვილი (საცალო ფასი 26,9%-ით გაიზარდა). საინტერესო კი ის არის, რომ სიმინდის ფქვილი თითქმის სრულად ადგილობრივად იწარმოება. ასევე, შესამჩნევად, 21%-ით გაიზარდა ფასი მზესუმზირის ზეთზე. მზესუმზირის ზეთს აწარმოებენ როგორც ქართველი, ისე უცხოეული მწარმოებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკვებ პროდუქტზე ფასის გაძვირებაში იმპორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კიდევ რა შეიძლება იწვევდეს საკვებზე ფასების ცვლილებას?
ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ადგილობრივი ვალუტის დასუსტება. თუმცა საკვებზე ფასების ცვლილება მხოლოდ ამით არ არის გამოწვეული. მხედველობაშია მისაღები შემდეგი ასპექტებიც:
მსოფლიო ფასები. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საკვებზე ფასების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საკვებზე ფასების ვარდნა 2011 წელს დაიწყო. ინდექსი 30%-ით დაეცა 2011 წლიდან და 229.9-დან 161.5-ს მიაღწია 2016-ში. საერთაშორისო ფასები დაგვიანებით გადაეცემა ადგილობრივ ბაზრებს და მათი მეშვეობით მცირდება ვალუტის გაუფასურების უარყოფითი ეფექტი ადგილობრივი ბაზრის ფასებზე.
ადგილობრივი წარმოება. საქართველოში გარკვეული მარცვლეულის წარმოება შესამჩნევად გაიზარდა. უახლესი მონაცემების მიხედვით, ხორბლის წარმოება 166%-ით გაიზარდა. გაიზარდა ხორცის წარმოებაც – 13,3%-ით, ხოლო რძისა და რძის პროდუქტების წარმოება 3%-ით არის გაზრილი. ამ პროდუქტების მიწოდების ზრდამ ასევე შეიტანა წვლილი იმაში, რომ ფასები საკვებზე ძალიან არ გაზრდილა.
მარაგები. მარაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვებზე ფასების მერყეობაში და მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მოკლევადიან შოკებს. მაგალითად, უახლესი მონაცემებით, სიმინდის ფქვილის შემთხვევაში, არსებული მარაგი ბაზრისთვის მიწოდებული ჯამური მოცულობის 38%-ს შეადგენდა. კარტოფილის მარაგი – 21%-ს, ხორბლის კი – 5,7%-ს.
ძნელი სათქმელია, რომელი ფაქტორი თამაშობს წამყვან როლს საკვებზე ფასების ცვლილებაში. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ვალუტის კურსი ერთადერთი ფაქტორი არ არის და აუცილებელია კარგად გააზრებული სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება, რათა მრავალ უკიდურესად გაჭირვებულ ქართველს არ შეეზღუდოს საკვებზე წვდომა.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით

კომენტარები