საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში
ფოტო: ამერიკის ხმა
„საქართველოს მის უსაფრთხოებაზე მოქმედი გლობალური ფაქტორების კონტროლი არ შეუძლია, მაგრამ ის კვლავ რჩება დასავლეთის ყველაზე სტაბილურ და სანდრო პარტნიორად რეგიონში“ - ასეთი იყო ვაშინგტონში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ჰერითიჯის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი გზავნილები.
ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მოდერატორი, მამუკა წერეთელი ამბობს, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
„განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან, ისე მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის იმ წევრებთან, რომლებთანაც ისედაც აქვს კავშირი ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ ასევე საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მაგალითად ბრიტანეთთან თუ სხვებთან. ასევე ბუნებრივია, განხილულ იქნა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოტენციური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მისი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობები“ - ამბობს წერეთელი.
საქართველოსა და დასავლეთის ამჟამინდელ ურთიერთობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იელოვიცმაც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც დასავლეთის სამომავლო პოლიტიკური ვექტორები გაურკვევლობითაა მოცული, როდესაც ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების სამომავლო საგარეო პოლიტიკა, ფაქტია, რომ საქართველო ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერას ცალსახად ინარჩუნებს.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ახალი ადმინისტრაციის შესახებ, რა მიმართულებით წარიმართება პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ უკვე მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის ძალიან ძლიერი და პოზიტიური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება. გამოთქმულია სურვილი, რომ ითანამშრომლონ საქართველოსთან და ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია ჩემთვის ასეთი დიდი გაურკვევლობის დროს“, - უთხრა იელოვიცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას და დასძინა, რომ საქართველოს კონგრესში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.
საქართველოში ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ მთავარ კითხვებზე, რომლებიც რუსეთს შეეხებოდა, პასუხი მეტნაკლებად ცხადია.
მეტნაკლებად უფრო ნათელი გახდა ის, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ მოხდება და არანაირი გარიგება არ შედგება მასთან საქართველოსა და რუსეთის სხვა ყოფილი პოსტ-საბჭოთა მეზობლების ინტერესების ხარჯზე
"საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი უკვე გაცხადდა. მეტნაკლებად უფრო ნათელი გახდა ის, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ მოხდება და არანაირი გარიგება არ შედგება მასთან საქართველოსა და რუსეთის სხვა ყოფილი პოსტ-საბჭოთა მეზობლების ინტერესების ხარჯზე", - ამბობს კორტნი და განმარტავს, რომ საქართველოსთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მტკიცე პოზიციას შეინარჩუნებს დასავლეთი რუსეთის მიმართ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. "თუ დასავლეთი უკრაინის შესახებ მოწოდების სიმაღლეზე დარჩება, ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - დასძენს კორტნი.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელი სტივენ ბლანკი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფებები ნათელი და მკაფიოა:
"საქართველოს გააზრებული აქვს, რომ მისი მომავალი დასავლეთშია. და რომ მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასა და ღირსეულ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმედები მხოლოდ დასავლეთთან ერთად შეიძლება იქცეს რეალობად და არა აღმოსავლეთთან", - ამბობს ბლანკი. თუმცა იქვე დასძენს, რომ შეშფოთებულია "გაზპრომთან" საქართველოს მთავრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებებით: "გაზპრომთან" მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა, მით უფრო, რომ ენერგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ამ რეგიონში".
ბლანკის აზრით, საქართველოს თავისი მეზობლებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მაგალითის ჩვენება შეუძლია:
"მას შეუძლია რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ინიციატივების წამოწყება. შეუძლია მის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლის შესრულებაც შესთავაზოს. ზოგადად კი იყოს ერთგვარი მაგნიტის როლში რეგიონის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის, რომელიც დაარწმუნებს მათ იმაში, რომ დასავლეთი მათი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობისა და მშვიდობის გზაა".
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები