საქართველოს 5 რეგიონი, სადაც მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება
ფოტო: business-review.eu/Georgiantravelguide.com
2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 728 573 ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაცემი გასულ წელთან შედარებით 0,3%-ით არის გაზრდილი — ზრდა, უმთავრესად, მიგრაციას უკავშირდება. მოსახლეობის თითქმის მესამედი, 32,3% დედაქალაქის მაცხოვრებელია. ამასთან, თბილისის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. თბილისისგან განსხვავებით, 2020 წელს საქართველოს 7 რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა. აქედან 5 რეგიონში რამდენიმე ათეული წელია, რაც მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ მონაცემები 1994 წლიდან მოიპოვება. იმ რეგიონების ჩამონათვალი, სადაც ბოლო 28 წლის განმავლობაში მოსახლების რაოდენობა არ გაზრდილა, ამგვარია: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.
სტატიაში განვიხილავთ, როგორია დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში. მანამდე კი გეტყვით, რომ სტატისტიკის მიხედვით, რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობის უწყვეტი კლება შემცირებულ შობადობას, გაზრდილ სიკვდილიანობასა და მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ფოტო: Georgiantravelguide.com
ბოლო მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 28 500 ადამიანი ცხოვრობს — ეს ქვეყნის მოსახლეობის 0,8%-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონის მოსახლეობა 580 ადამიანით შემცირდა, ბოლო 10 წლის ჭრილში კი, ყოველწლიურად, საშუალოდ, მოსახლეობის რიცხოვნობა 700 ადამიანით იკლებს.
2020 წელს რეგიონში 259 ადამიანი დაიბადა, ხოლო 764 გარდაიცვალა. 2019 წელთან შედარებით გაზრდილია (78 ადამიანი) გარდაცვლილთა რაოდენობა. რაც შეეხება ახალშობილებს, ამავე პერიოდში შობადობა 25 ადამიანით არის შემცირებული.
სავარაუდოა, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის კლების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სიღარიბეა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების (მარტი, 2021 წელი) მიხედვით, რეგიონში 13 907 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს — ეს მონაცემი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის საშუალო წლიური რაოდენობის თითქმის ნახევარი, 43,7%-ია.
გურია
ფოტო: Georgiantravelguide.com
გურია იმ რეგიონებს შორის არის, რომლის მოსახლეობაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გაზრდილა. 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გურიაში 107 101 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 2,9%-ია. 2020-ში გურიის მოსახლეობა 998 ადამიანით შემცირდა. 2012-2021 წლების პერიოდში რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 1 000 ადამიანით მცირდება.
2020 წელს გურიაში დაიბადა 1 075, ხოლო გარდაიცვალა 1 774 ადამიანი. 2019 წელთან შედარებით რეგიონში 25 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ხოლო დაბადებულთა რიცხვი 99-ით შემცირდა.
სოციალური მომსახურების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მარტში გურიის მოსახლეობის 19,9%-მა საარსებო შემწეობა მიიღო — ეს 5 726 ოჯახის 22 551 წევრია. შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით გურია ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია.
იმერეთი
ფოტო: Georgiantravelguide.com
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იმერეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია, თუმცა აქ მაცხოვრებელი ადამიანების რიცხვიც ყოველწლიურად მცირდება. ბოლო მონაცემებით, იმერეთში 481 473 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 12,9%-ია. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, იმერეთის მოსახლეობა 5 510 ადამიანით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2021 წლების პერიოდში რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 7 800 ადამიანით მცირდება.
მსგავსად სხვა რეგიონებისა, იმერეთშიც მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდაა — 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგიონში 167-ით ნაკლები, 5 873 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში 581-ით მოიმატა გარდაცვლილთა რაოდენობამ — 2020 წელს იმერეთში 8 589 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებლებს, იმერეთში მიმდინარე წლის მარტში სოციალური შემწეობა 68 939-მა ადამიანმა მიიღო, რაც რეგიონის მოსახლეობის 12,9%-ია.
სამცხე-ჯავახეთი
ფოტო: Georgiantravelguide.com
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 1 004 ადამიანით შემცირდა და 151 110 შეადგინა — ეს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების 4,1%-ია. რაც შეეხება კლების დინამიკას, რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ 1 600 ადამიანით მცირდება.
გასულ წელს სამცხე-ჯავახეთში შობადობაც და გარდაცვალებაც გაიზარდა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალშობილებს გადააჭარბა, რის შედეგადაც, რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა. 2020 წელს სამცხეში, 2019 წელთან შედარებით, 8-ით მეტი, 1 912 ადამიანი დაიბადა. ამავე პერიოდში რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა და 2 055 შეადგინა.
სოციალური სამსახურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 8,9% საარსებო შემწეობის ბენეფიციარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო მონაცემებით, რეგიონში სოციალური დახმარება 14 278 ადამიანმა მიიღო.
კახეთი
ფოტო: Georgiantravelguide.com
2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კახეთში 309 578 ადამიანი ცხოვრობს — ეს საქართველოს მოსახლეობის 8,3%-ია. გასულ წელს რეგიონის მოსახლეობა 473 ადამიანით შემცირდა. სტატიაში დასახელებული სხვა რეგიონების მსგავსად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა არც კახეთში გაზრდილა. ბოლო 10 წლის ჭრილში, რეგიონის მოსახლეობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 1 700 ადამიანით მცირდება.
2020-ში, 2019 წელთან შედარებით, კახეთში 44-ით ნაკლები, 3 828 ახალშობილი გაჩნდა. 24-ით არის გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი — სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, რეგიონში 4 544 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობის 17,5% სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ კახეთში 14 920 ოჯახის 55 794 წევრი საარსებო შემწეობას იღებს.
შეჯამება
როგორც უკვე აღინიშნა, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე გავლენას შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია ახდენს. ბოლო წლების განმავლობაში მიგრაციული სალდოს (ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის სხვაობა) დადებითი მაჩვენებელი 2020 წელს პირველად დაფიქსირდა. იმის გამო, რომ პანდემიამ მიგრაციის ტემპები შეანელა, საქართველოს მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა 11 715 ადამიანით გაიზარდა, თუმცა ამ მონაცემმა, ძირითადად, დედაქალაქის ხარჯზე მოიმატა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, რაც ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიგრირებს, იცვლის საცხოვრებელ, სამუშაო და სასწვალებელ გარემოს — ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა, საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის, ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობის განუწყვეტელი შემცირება კონკრეტული ეკონომიკური პრობლემების არსებობაზე მეტყველებს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა

კომენტარები