TI: პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოების პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, აღნიშნული ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს", — ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
TI-ის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაუსაბუთებელია. კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ "ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, პროპორციული პასუხისმგებლობის დროულად დადგენის საჭიროების გამო მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით". TI-ის შეფასებით, ამ წესით აღნიშნული ინიციატივის განხილვა არ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის გარეშე.
გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, სანქციების ოდენობა არ არის მისადაგებული ევროპული ქვეყნების სტანდარტებთან. TI-ის განცხადებით, კანონპროექტის ავტორების არგუმენტი, რის მიხედვითაც, სანქციების გამკაცრებას სამართალდარღვევების გაზრდილი რაოდენობით ხსნიან, საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გაუგებარია.
ამასთან, TI სანქციებთან დაკავშირებით ევროპულ სტანდარტზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის, მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.
საბოლოოდ, არასამთავრობოს შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით კანონპროექტის მიღება მიზანშეუწონელია და საკითხის პრობლემურობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოში სამართალდარღვევათა პროცესები, როგორც წესი, ძირითადად კონვეირული წესით მიმდინარეობს. კერძოდ, TI-ის განცხადებით:
- საქმეთა განხილვა ხშირად ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით ხდება;
- ამ პროცესში დაცული არ არის მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, სათანადოდ არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაკავებულები ვერ ახერხებენ იმ მინიმალური უფლებებით სარგებლობასაც კი, რომლებსაც სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს;
- საბოლოოდ, გადაწყვეტილება, ძირითადად, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიიღება.
"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოების პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი შესაძლოა მიუთითებდეს მათ ინტერესზე, საზოგადოებაში არსებული მზარდი პროტესტის ტალღის შეკავება არა პრობლემის მოგვარების გზით, არამედ რეპრესიული მექანიზმის გაძლიერებით შეძლონ",— აღნიშნულია განცხადებაში.
TI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი და მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არ გაზარდოს ჯარიმების ოდენობა.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.
ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
კომენტარები