10 სიმღერა, რომელსაც 2021 წელს 10 წელი უსრულდება
ფოტო: Youtube
მადონასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სულაც ვერ დავეთანხმებით, რომ დრო ნელა გადის. სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცით დანამდვილებით, რომ დედამიწის ბრუნვის ტემპი ჩქარდება.
ამასობაში, საუკუნის 20-იანი წლებიც დაიწყო და Gen Z-ის უხუცეს წევრებს უკვე მეოთხედი საუკუნე შეუსრულდათ. 10-იანი წლების დასაწყისში ისინი ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ, ამიტომ მათთვის განსაკუთრებით რთული იქნება იმის დაჯერება, რომ ამ სტატიაში ჩამოთვლილი სიმღერები მთელი ათწლეულის წინ გამოვიდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, დედამიწამ მზეს 10-ჯერ შემოუარა და, სამწუხაროდ, ეს სიმღერები რეტრო კატეგორიას თუ არა, ნოსტალგიურ მუსიკას მაინც ეკუთვნის უკვე.
1. მიშელ ტელო — Ai Se Eu Te Pego
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ორიგინალური ვერსია ტელოს ნამდვილად არ ეკუთვნის, მის მიერ შესრულებულმა "ქავერმა" საყოველთაო ცნობადობა მოუტანა მომღერალსაც და პორტუგალიური სიმღერაც მსოფლიო ჰიტად აქცია. დღესდღეობით "ნოსა ნოსას" ოფიციალურ ვიდეოს იუთუბზე თითქმის მილიარდი ნახვა აქვს.
2. დევიდ გეტა და Sia — Titanium
Sia-ს არაერთი მსოფლიო ჰიტი აქვს დაწერილი სხვადასხვა ცნობილი მომღერლისთვის. Titanium-იც, რომელიც ავსტრალიელმა მომღერალმა 40 წუთში დაწერა, სხვა მომღერლისთვის იყო განკუთვნილი. თავდაპირველად სიმღერის შემსრულებლად ალიშა კისი განიხილებოდა, შემდგომ იგი კეტი პერისაც შესთავაზეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა უარი თქვა და დევიდ გეტას ურჩია, Sia-ს დაუმუშავებელი ვერსიის ჩანაწერი გამოეყენებინა.
გეტაც ასე მოიქცა და მომღერლის უკითხავად გამოიყენა მისი აუდიოჩანაწერი სიმღერის საბოლოო ვერსიაშიც, რომელიც არაერთი ჩარტის ლიდერი გახდა. Sia-ს თქმით, გეტას ამ ქმედებამ გაანაწყენა, თუმცა, აღიარა, რომ Titanium მისი, როგორც სიმღერების ავტორის კარიერაში გარდამტეხ მომენტად იქცა.
3. რიანა და კალვინ ჰერისი — We Found Love
რიანა კი ისედაც არ უჩიოდა მსოფლიო ჰიტების ნაკლებობას, ბოლოს და ბოლოს, Umbrella თავის დროზე მის ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა, თუმცა, ჰერისის კარიერაში ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ბარბადოსელ მომღერალთან ერთად We Found Love-ზე მუშაობამ.
4. კეტი პერი — Last Friday Night
სხვათა შორის, ერთ-ერთ მიზეზი, რატომაც პერიმ Sia-ს დაწერილ სიმღერაზე თქვა უარი, რამდენიმე თვით ადრე გამოშვებული ჰიტი, Firework, იყო. ჟანრობრივად განსხვავებული სიმღერის ძიებაში ამერიკელმა მომღერალმა სიმღერა Last Friday Night დაწერა, რომელიც მალევე იქცა პარასკევი დღის ჰიმნად.
5. ჯენიფერ ლოპესი და Pitbull — On The Floor
ჯეილოს და Pitbull-ის კოლაბორაცია თავისთავად წარმატებულ პროექტს გულისხმობდა, თუმცა, სიმღერა, რომელიც, მოგვიანებით, ზაფხულის საცეკვაო ჰიტად იქცა, ლამბადას მელოდიასაც შეიცავს, რამაც მას უფრო ლათინური ელფერი შესძინა და არაერთი ჩარტის უპირობო ლიდერად აქცია.
6. Jessie J — Price Tag
ინგლისელი მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა, რეალურად, მუსიკის სიამოვნებისთვის წერაზეა. "It's not about the money" — სიმღერის ტექსტი ფულის კეთების ნაცვლად დროის ტარებისკენ მოწოდებაა, რადგან "ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი". ირონიულია, თუმცა, სიმღერა Jessie J-ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა — მსოფლიოში მისი 3 მილიონი ასლი გაიყიდა.
7. Coldplay — Paradise
ბრიტანული ჯგუფის ეს სიმღერა მათი სხვა ბევრი ჰიტის მსგავსად ოცნებებსა და ესკაპიზმზეა. ამ იდეამ ჯგუფის მსმენელები მთელ მსოფლიოში გააერთიანა, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც Paradise წლების განმავლობაში რჩებოდა მუსიკალური კონკურსების და ახალგაზრდული ბანაკების საყვარელ საუნდტრეკად.
8. ბრუნო მარსი — The Lazy Song
ბრუნო მარსი ბითლზის ჰიტებზე უკეთესი სიმღერის შექმნას ცდილობდა, რომელიც, რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, რასაკვირველია, არ გამოუვიდა. შემდგომ, "მოეშვა" და სიმღერის ტექსტიც თავისთავად დაიბადა — Today, I don't feel like doing anything — "დღეს არაფრის კეთების ხასიათზე ვარ".
არაფრის კეთების ხასიათზე ყოფნამ მარსს 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა დააწერინა, რომელსაც, ყოველ შემთხვევაში, ბითლზის სიმღერების ვიდეოებზე მეტი ნახვა მაინც აქვს იუთუბზე — კლიპი ორ მილიონზე მეტჯერ ნახეს.
9. Fun — We Are Young
სიმღერა, რომელიც ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ბილბორდის Hot 100-ის სიის სათავეში იყო ზედიზედ 6 კვირის განმავლობაში.
10. ადელი — Someone Like You
მხოლოდ ფორტეპიანოს აკომპანიმენტით ჩაწერილი სიმღერა 10 წლის შემდეგაც კი რჩება დაშორების შემდეგ მოსასმენი სიმღერების სიაში პირველ ადგილზე. ჰიტის შთაგონების წყარო სწორედ მომღერლის წარუმატებელი ურთიერთობა გამოდგა.
საბოლოო ჯამში, სიმღერა არა მხოლოდ 2011 წლის, არამედ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ბრიტანულ ჩარტებში პირველ ადგილზე, ამერიკულ ჩარტებში — მეორე ადგილზე და ბილბორდის Hot 100-ის სათავეში მოქცეული Someone Like You 2015 წელს საუკუნის ყველაზე გაყიდვად სინგლებში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
ბონუსი: ლედი გაგა — Born This Way
Born This Way სიაში ბონუსად შემთხვევით არ აღმოჩენილა. სიმღერა, რომელიც ლედი გაგას მეორე სტუდიურ ალბომში შედის, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. საქმე მხოლოდ კომერციულ წარმატებას და ჩარტების ლიდერობას არ ეხება; Born This Way საკუთარი თავის მიღებასა და უპირობო სიყვარულს ეხება.
ინტერნეტსივრცეში ადამიანები წერდნენ და კვლავ წერენ, რომ სიმღერამ მათ თვითრწმენა დაუბრუნა. მნიშვნელობის გამო, სინგლი ლგბტქ თემის ჰიმნადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ — იგი გეი-პრაიდებზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერაა.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები