დაზიანებული ელექტროსადენები და გართულებული მოძრაობა — რა მდგომარეობაა რეგიონებში თოვლის გამო
ფოტო: გორის მერია
17 თებერვალს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიური თოვა დაიწყო, რამაც პრობლემები შექმნა. კერძოდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაითიშა ელექტროენერგია, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა ავტომობილები.
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური თოვლის გამო, ქვეყნის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებსა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით დახმარებისთვის 140 შეტყობინება მიიღეს. გამოძახებების უმრავლესობა კი მოტეხილ ხესა და თოვლში ჩარჩენილ მანქანას ეხება.
ნახეთ რა პრობლემები შეიქმნა საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობის გამო და რა მდგომარეობაა ახლა თბილისსა და რეგიონებში.
თბილისი
თბილისში წაიქცა რამდენიმე ხე და დაზიანდა ავტომობილები. თოვლის გამო გზებზე გადაადგილება გართულებულია და საცობებია.
თბილისის მერიის ცნობით, გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მათივე თქმით, სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
"ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე", — ირწმუნებიან მერიაში.
ფოტო: თბილისის მერია
მათივე განცხადებით, გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე.
"მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ზოგიერთ რაიონში და ქუჩაზე შეიქმნა საცობები. შექმნილ უამინდობას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილი გადაადგილდება ზამთრის საბურავების გარეშე, რაც დამატებით პრობლემას ქმნის", — აცხადებენ მერიაში.
დუშეთი
ინტენსიური თოვის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერიის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს.
ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110-მეტრიანი გადამცემი ხაზი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა გზებზე. უამინდობის გამო, ქვეყნის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებსა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია.
გორი
მერიის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტებში თოვლმა გზებზე გადაადგილების პრობლემები შექმნა თითქმის ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია.
"ადგილზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები და დღის განმავლობაში მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება", — აცხადებენ უწყებაში.
ფოტო: გორის მერია
მერიის ინფორმაციით, სოფლებში საავტომობილო გზები ეტაპობრივად იწმინდება. მარილი დაიყარა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება გორშიც.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უხვმა ნალექმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, მუნიციპალური ავტობუსები დილიდან ემსახურებიან მოქალქეებს.
მცხეთა
მცხეთაში ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი, ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი, ძალისი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მათივე თქმით, ამ კუთხით პრობლემა უკვე აღმოიფხვრა ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
"ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო ენერგო-პრო ჯორჯიამ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა", — აცხადებენ მერიაში.
ამბროლაური
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კილომეტრიან (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფოტო: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მერიის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.
ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტშის მერიის ინფორმაციით, თოვლის გამო გზებზე შეიქმნა რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ფოტო: ცაგერის მუნიციპალიტეტი
"ვერ ვიტყვით, რომ უხვი თოვლი გვაქვს ლეჩხუმში, მაგრამ გზები საჭიროებს ყურადღებას, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ნალექის მომატების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტს არ შეექმნება გადაადგილების პრობლემა", — განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
ზუგდიდი
მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ცენტრალურ გზაზე ყრიან მარილს.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
"დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე და რუსთაველის ქუჩაზე იწმინდება მწვანე ნარგავები", — აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.
ახალციხე
თოვლმა პრობლემები გამოიწვია ახალციხეშიც, თუმცა ამ დროისთვის, მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ და სოფლებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა თავისუფალია.
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტი
მათივე თქმით, გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, იყრება ტექნიკური მარილი.
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
კომენტარები