პატრიარქი, მღვედლმთავრების ფუფუნება და მრევლი — თეოლოგთა ნაწილი კრიტიკულ საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
"დანანებით უნდა ითქვას, რომ ყველა პრობლემის სათავე და მიზეზი არის პირველიერარქის მხრიდან საეკლესიო მმართველობის აბსოლუტური მიტაცება, რომელიც წმინდა სინოდს თითქმის ყველანაირ უფლებას ართმევს" — აცხადებს ქართველ თეოლოგთა ნაწილი საშობაო ეპისტოლეში, რომელშიც საპატრიარქოსა და პატრიარქის ქმედებებს აკრიტიკებენ. ისინი განმარტავენ, რომ ეპისტოლეს მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისული მდგომარეობის გაანალიზებაა.
"მსჯელობა, მის ირგვლივ ობიექტური სადისკუსიო გარემოს შექმნა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით წმინდა სინოდისათვის გამუდმებით იმის შეხსენება, რომ მათი უპირველესი სახარებისეული მისია ეკლესიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება და პრევენციეული სტრატეგიების შემუშავებაა", — წერია ეპისტოლეში.
ვრცელ წერილში თეოლოგები გახმაურებულ საქმეებს და გადაწყვეტილებებს განიხილავენ. მათ შორისაა, მოსაყდრე შიოს დადგინება. მათი განმარტებით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც დამტკიცებულია 1995 წლის მცხეთის საეკლესიო კრების მიერ, გამორიცხავს მოქმედ პატრიარქს ჰყავდეს მოსაყდრე. მათივე თქმით, მოსაყდრე დგინდება პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროს, რადგან მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია ამ დებულების მიხედვით არის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება.
გვაშფოთებს საქართველოს საპატრიარქოს გულგრილობა, რომელსაც იგი იჩენს საკუთარი სასულიერო პირებისა და მრევლის წინაშე
"მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის "მოსაყდრის" ინსტიტუტი მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ზემოთ დასახელებულ კანონებთან, ისე ანტიოქიის კრების 23-ე კანონთან - "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება", — აცხადებენ ისინი.
თეოლოგები განიხილავენ ციანიდის საქმესაც და ამბობენ, რომ ამან ერთბაშად წარმოაჩინა საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მათი განცხადებით, მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ.
მათივე თქმით, შემაშფოთებელია მღვდელმთავართა ზღვარდაუდებელი ფუფუნება, განცხრომა და კომფორტი.
"ფაქტობრივად თითოეული მათგანი არის მილიონერი ბიზნესმენი, რაც კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს მრევლსა და იერარქიას შორის, მით უფრო იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. სოციალური უთანასწორობა და ქონებრივი დიფერენციაცია ძალზე დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ეკლესიისადმი, რომელსაც არავითარი სოციალური დოქტრინა და საქველმოქმედო ხედვა არ გააჩნია", — წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, თეოლოგები გმობენ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში საპატრიარქოს ჩართულობას. მათი თქმით, საპატრიარქო ამ საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი და ეს ადამიანები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.
"ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის (იხ. არქიმ. კირიონ ონიანის ქმედებები, საპატრიარქოს პრესპიკერ დეკ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები და ა.შ.), რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს", — წერენ ისინი.
თეოლოგები ამბობენ, რომ უკიდურესად აღმაშფოთებელია საპატრიარქოს დამოკიდებულება სასულიერო განათლებისადმი. მაგალითისთვის ისინი თბილისის სასულირეო აკადემიას ასახელებენ. მათი თქმი, საპატრიარქოს მიზანმიმართულ იყენებს ბავშვებს საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებისა და გამყარების მიზნით და მათში პატარაობიდანვე აყალიბებს მტრის ხატს განსხვავებული ადამიანების და საზოგადოების გარკვეული ნაწილების მიმართ. მათი განცხადებით, ეს პერსპექტივაში ზრდის ბავშვებში ძალადობისადმი მიდრეკილებას.
საპატრიარქო პრაქტიკულად არ ეწევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მისიას, რაც ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა, აურაცხელი საეკლესიო ქონება და შემოსავლები საპატრიარქოსავე შავ ხვრელში იკარგება
მათი თქმით, საპატრიარქო ეკლესიას ისე აღიქვამს, როგორც პრივატიზებულ კორპორაციას და ეს ტენდენცია, სჩანს კვალიფიციური თეოლოგების მიმართ უდიერ დამოკიდებულებაში, სტიგმატიზებასა და იგნორირებაში.
ვრცელ წერილში ნახსენებია მიტროპოლიტ სერაფიმეს საქმე, რომელსაც პედოგილიაში სდებენ ბრალს.
"საპატრიარქოს კონიუქტურამ პრაქტიკულად მიაჩუმათა პედოფილიის უმძიმესი გამოვლინება და ერთგვარი იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით უზრუნველყო იგი იმისათვის, რათა არ მომხდარიყო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დამნაშავე მღვდელმთავრის მიცემა. ამასთან, არც ეს იკმარეს და იგი კვლავ დატოვეს წმ. სინოდის წევრად, რაც უხეში დარღვევაა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა, რომლის თანახმადაც, წმ. სინოდის წევრები მხოლოდ ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები არიან", — წერენ ისინი.
გარდა ამისა, თეოლოგები საუბრობენ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და მაფიოზურ კლანებთან სავარაუდო კავშირებზე. მათი თქმით, საინტერესოა, რატომ არ აფიქსირებს პატრიარქი ამ საკითხზე ოპიფიციალურ პოზიციას.
"ჩნდება რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა: "ქურდული სამყარო" ეკლესიის მიღმაა და ანათემის ღირსია თუ ეკლესიის ნაწილია? დაშვებულია თუ არა მათგან (ე.წ. "კანონიერი ქურდებისგან", "ძველი ბიჭებისგან", "კაი ბიჭებისგან") შემოწირულობის მიღება (უამრავი ფაქტი ვიცით ასეთი) და თუ ნებადართულია, რა არგუმენტით?".
წერილის ბოლოს თეოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ნაწილია "იმ დიდი პრობლემებისა და სულიერი სნეულებებისა", რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მემკვიდრეობად გამოჰყვა საბჭოთა სტრუქტურებისა და კგბ-ს მიერ შერჩეული კადრების წყალობით.
"უკიდურესად ვწუხვართ, რომ შობის დიდებულ დღესასწაულს საქართველოში ეკლესიას ჩრდილავს ეს უკურნებელი სნეულებანი. ვიტოვებთ ზებუნებრივ იმედს, რომ საღმრთო ნებით და სულიწმინდის ზეგარდამო შეწევნით ქართველს ერს, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს, აღმოაჩნდება რწმენა, გონიერება და ძალა ამ სატკივართაგან განსაკურნებლად და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციური და სულიერი გაჯანსაღებისათვის, საეკლესიო წესრიგის და მორალური სიწმინდის დასამყარებლად, რათა საღმრთო მცნებისამებრ ერთი გულით და ერთი პირით ვადიდოთ უფალი და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის და ქვეყნის სულიერ აღმშენებლობას, რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიური და პოლიტიკური კლანჭებიდან მის სრულ გათავისუფლებას, რათა საქართველომ დაძლიოს არსებული ფუნდამენტური პრობლემები, იქცეს მსოფლიო ცვილიზებული და განვითარებული სამყაროს ღირსეულ ნაწილად, სადაც ეკლესია თავის მისიას პირნათლად შეასრულებს ღვთისა და ერის წინაშე", — წერენ ისინი.
განცხადებას ხელს აწერენ
თეოლოგები:
- ზვიად ცაბაძე;
- გიორგი ტიგინაშვილი;
- ვლადი ნარსია;
- გოჩა ბარნოვი;
- გურამ ლურსმანაშვილი;
- დავით თინიკაშვილი;
- ვანო შოშიაშვილი;
- მიხეილ ნებიერიძე;
- დავით ნებიერიძე;
- გიორგი გეგუჩაძე;
- რატი ბიგანიშვილი;
- გურამ პაპავა;
- მიხეილ ნებიერიძე;
- გოგა ესიავა.
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:
- ბექა ჭიჭინაძე;
- შოთა მათითაშვილი.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები