როგორ წარმოუდგენია სიტუაციის განმუხტვა გირჩში გოგა ხაჩიძეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე პარტიაში სიტუაციის განმუხტვის მისეულ ხედვაზე საუბრობს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ წევრებმა, მხარდამჭერებმა და იმ ადამიანებმა, ვისთვისაც გირჩი სულერთი არ არის. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და დაასახელა როგორც გირჩის ჯედების გამოყენების, ასევე ყრილობის ჩატარების იდეა.
"გირჩი მართლა არ ეკუთვნის არც ზურას, არც ვახოს, არც იაგოს და ა.შ. ერთობლივია, იმ ხალხისაა, ვინც მხარდამჭერია, ვინც რაღაცას აკეთებს გირჩისთვის, ერთი დიდი ჯგუფია. ასე რომ, ისევ ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. როგორ უნდა გადაწყვიტოს? არსებობს ამისთვის რამდენიმე გზა — გარკვეული ფორმები, რომლებიც შიდა გირჩული წმიდა წარმონაქმნია, იგივე ჯედების სისტემა. თუმცა არსებობს, ჩემი აზრით უფრო დემოკრატიული, ნათელი და მკაფიო გზა — არქივებში აუცილებლად გექნებათ გირჩის წინა ყრილობა, რომელზეც არჩეულ იქნა იაგო ხვიჩია თავმჯდომარედ. ეს იყო მწვადის შეწვა, ლუდის სმა, ნოტარიუსი ადგილზე, ხალხი შეიკრიბა. ის ადამიანები, ვინც იმ მომენტისთვის გირჩის მხარდამჭერები ვიყავით, შევიკრიბეთ, ავირჩიეთ იაგო ხვიჩია თავმჯდომარედ. აი, ასეთივე ფორმით [უნდა მოხდეს ახლაც] — ის ხალხი, ვინც შექმნა გირჩი, ვინც ხმა მისცა, ვინც ჩართულია მის მართვაში, ვისაც ადარდებს და ანაღვლებს, ვისთვისაც სულერთი არ არის გირჩი, შევიკრიბებით სადღაც. მე იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ამის ორგანიზება რაღაცნაირად მოხდება, ჩატარდება ყრილობა, რიგგარეშე ალბათ და რავიცი, ყრილობა იმსჯელებს, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ აღარ უნდა იყოს თავმჯდომარე და დალაგდება ეს ჩვეულებრივად, როგორც ხდება", — ამბობს ის.
ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ "ცოტა სასაცილო გახდება" გირჩის "სახელი ვისია და გვარი ვისია". მისი აზრით, ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს და მონაწილეობასა თავადაც მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი.
ამასთან, გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ რაც ახლა ხდება, ზურაბ ჯაფარიძის "დამსახურებაა" და სიტუაციის განმუხტვის პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად მას ეკისრება.
"ისიც, რაც ახლა ხდება, მეტწილად მაინც არის ზურაბ ჯაფარიძის დამსახურება, კარგ კონტექსტშიც და ცუდ კონტექსტშიც და მასზეა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ახლა, პარტიაშიც და მხარდამჭერებთანაც, რომ ეს სიტუაცია რაც შეიძლება დროულად იქნეს დალაგებული და განმუხტული და გირჩმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა მომავალში", — აღნიშნა მან.
რა მოხდა გირჩში
4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.
მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.
უკვე 5 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს "დაოკებულიყო" და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ "განადგურდებოდა". ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.
- ბევრი წელი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ველოდი — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- მეც იგივე მაინტერესებს, რაც ჟურნალისტებს, მეც მინდა გავიგო — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა და გარკვეული "ცენზურა" სცადა
- მე საიდან უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ — ხვიჩია გირჩზე
მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები