ევროპული სახელმწიფოები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა საშიშია — ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმამშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე შესაბამის რეაგირებას ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ, როცა ევროპული სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში შემოსვლა საშიშია. მისივე თქმით, დღეები სჭირდება ტესტირების პასუხის დადგენას და პასუხები ხშირად არეულია.
"ტესტერების პასუხები არეულია, დადებითთან უარყოფითი პასუხის მიდის და პირიქით - უარყოფითიანთან დადებითი. ქვეყანაში კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე უკვე რეაგირებენ ევროპული სახელმწიფოები და რეკომენდაციებს აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, იმის შესახებაც, რომ უკვე საქართველოში შემოსვლა საშიშია, რაც სამწუხაროა. ასევე სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ მწვანე ქვეყნის სტატუსი და ისთვეები, როდესაც ჩვენ მართლა შეიძლებოდა გვესარგებლა მიმოსვლის აღდგენით, საზღვრების გახსნით და ნაკლები ზიანი მიგვეღო ეკონომიკურად," - მიაჩნია ჩიხლაძეს.
ჩიხლაძის თქმით, მოქმედი მთავრობა უმოქმედოდაა და კრიზისის დასაძლევად ჯანდაცვის სისტემის მზაობა არ იგრძნობა.
"კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამწუხაროდ იზრდება და დღევანდელი მაჩვენებლით, რაოდენობა უკვე 200-ს გადასცდა, მაგრამ, ხაზგასასმელი და საყურადღებოა არამარტო გაზრდილი ციფრები, არამედ ჯანდაცვის სისტემის რეაგირება გაზრდილ შემთხვევებზე და ზოგადად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ მიმართულებით. სწორედ ამ ორი ციფრის მონაცემებით ხდება ქვეყანის უსაფრთხოების, ანუ იმის დადგენა, თუ რამდენად საშიშია აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა. სამწუხაროდ, ციფრები იზრდება, ქვეყნის ანდაცვის სისტემა კი კვლავინდებურად, შექმნილი კრიზისი დასაძლევად მზად არ არის და ჩვენ ვხედავთ იმ ქაოსს, რაც ხდება საკარანტინე სივრცეში, კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში," — აცხადებს ჩიხლაძე და ტესტირებასთან დაკავშრებულ რობლემზე მიანიშნებს.
პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში ვერ მოხვდა.
"შეგახსენებთ, რომ დაბალი ციფრების პირობებშიც, მაგალითისთვის მარტი-აპრილის პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაშინაც კი ვერ მოხდა საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნის რიცხვში შეყვანა, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დაზარალებული ქვეყნები მოხდნენ ამ სიაში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად.
მაშინაც კი, დაბალი რიცხვების შემთხვევაში, ევროპელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ საქართველო არ იყო მზად ინფექციის გაზრდილი შემთხვევებისთვის და შედარებით მძიმე სცენარისთვის. ამიტომ არ შევიდა იმ პერიოდშიც კი, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო, რადგან ოდნავი მატებაც კი გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ამისთვის მოუმზადებელი იყო სისტემა, რაც სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პრაქტიკულად დავინახეთ. სამწუხაროდ, სტრატეგია აღმაშენებლის არცერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზეთ სახელმწიფოს, არ იქნა განხილული მთავრობის მიერ," — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
კომენტარები