5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ანდო Star Phone-ს შენი ცხოვრების გამარტივება
ფოტო: Star Phone
შეზღუდული დრო და უსაზღვრო ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია: იმდენად ბუნებრივი, რომ ხშირად გვავიწყდება, როგორ ვცხოვრობდით აქამდე. 2011 წლის მონაცემებით, ადამიანი, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, 1986 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტ ინფორმაციას იღებს — ეს კი 174 გაზეთის ეკვივალენტია. ამ რაოდენობის ინფორმაციაში ორიენტირება მარტივი პროცესი არაა.
თითქოს ეს საკმარისი თავსატეხი არაა, ყველაფერი რთულდება, როცა ქართული კომპანიების შესახებ გვინდა ინფორმაციის მოძიება. სწორედ ასეთ დროს აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რუკაზე ძველი მისამართია დატანილი, ტელეფონის ნომერზე დარეკვისას კი ვერასდროს გავდივართ ხაზზე.
აპლიკაცია Star Phone, რომელიც 77 ქვეყანაში ფუნქციონირებს და უკვე საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი, სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა. ის თავს უყრის ინფორმაციას ჯანდაცვის, საბანკო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებში მოქმედი არაერთი დაწესებულების შესახებ.
აი, 5 მიზეზი, რის გამოც Star Phone მობილურში უნდა გქონდეთ:
1. სასურველი ინფორმაციის მოძიებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება
ფოტო: Rafael Varona / Dribbble
Star Phone-ის მეშვეობით სასურველი კომპანიის სერვისების, ადგილმდებარეობისა თუ საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება ადვილზე ადვილია. აღარ მოგიწევთ ცალკე ფეიჯის შემოწმება ფეისბუქზე, ცალკე საიტზე გადასვლა, ცალკე — რუკაში ძრომიალი. ვის აქვს ამდენი დრო? ამ სტატიის ავტორს — ნამდვილად არა.
2. ნაკლები გახსნილი ტაბი და, შესაბამისად, ნაკლები სტრესი
ფოტო: ILLO / Dribbble
ვინც Star Phone-ს იყენებს, არასდროს უწევს მობილურთან შეუთავსებელი საიტის ციცქნა ეკრანზე დათვალიერება. თუ ერთხელ მაინც დაკარგულხართ კომპანიების ვებსაიტებზე ინფორმაციის ლაბირინთებში და მაინც ვერ მიგიგნიათ სამუშაო საათებისთვის, მაშინ Star Phone თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
3. შეგიძლიათ აპლიკაციიდან გაუსვლელად შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ვარიანტი
ფოტო: Rafael Varona / Dribbble
არაფერია იმაზე რთული, ვიდრე იმის გადაწყვეტა, რომელ კომპანიაზე უნდა
შევაჩეროთ საბოლოო არჩევანი. ასეთ დროს ხშირად ახლობლების მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვეყრდნობით, ხანდახან კი ფეისბუქ ჯგუფებში გვიწევს უამრავი კომენტარის წაკითხვა.
აპლიკაციაში შეგიძლიათ ობიექტები ინდუსტრიის მიხედვით გაფილტროთ და ერთმანეთს შეადაროთ. გარდა ამისა, Star Phone ძებნის ისტორიასაც დაიმახსოვრებს. თუკი ერთხელ დაძებნეთ ესა თუ ის დაწესებულება, შეიძლება მომავალშიც დაგჭირდეთ.
4. მარტივი და ფუნქციონალური დიზაინი
ფოტო: Rafael Varona / Dribbble
Star Phone ყველაზე მეტად იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებიც სიმარტივეს აფასებენ. იმის გამო, რომ აპლიკაციის მთავარი მიზანი ქართული ინტერნეტის ქაოსის მოწესრიგებაა, მასში ვერაფერ ზედმეტს ვერ ნახავთ. სასურველ ინფორმაციასთან მაქსიმუმ სამი კლიკი გაშორებთ.
5. ციფრული კომფორტი
ფოტო: ouehrani soufiane / dribbble
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაკი ინფორმაციის ნაკადს ვერაფერს მოვუხერხებთ, ის მაინც შეგვიძლია, რომ მისი მიღების პროცესი მაქსიმალურად მოვირგოთ ჩვენს თავზე. Star Phone ინფორმაციის მოძიების გარდა, კომპანიებთან კომუნიკაციაშიც დაგეხმარებათ: ოჯახის ექიმთან ჩაწერა, აპლიკაციიდანვე ვაკანსიების ნახვა და CV-ის გაგზავნა მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.
ცხოვრების გამარტივება აპლიკაციის გადმოწერით სულ რამდენიმე წამში შეგიძლიათ. Star Phone ხელმისაწვდომია როგორც IOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისათვის.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები