უბეწვო და უთვალო კატა, რომელიც უფრო საყვარელია, ვიდრე საშიში
ფოტო: Instagram
ყველა ცოცხალ არსებას შორის კატები რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური არსებები არიან, არავინ დავობს (იმედია!), კატები კი კიდევ ცალკე ერთმანეთისგან გამორჩევიან ინდივიდუალური ვიზუალითა და ხასიათით.
მიუხედავად ამისა, ჯასპერი ის იშვიათი ფისოა, რომლის მსგავსი, ალბათ, აქამდე არსად გინახავთ. ამ სტატიაში სწორედ მისი უნიკალურობის შესახებ მოგითხრობთ.
ოღონდ ნუ შეშინდებით: შეიძლება, ჯასპერი ერთი შეხედვით "უსიამოვნოდ" გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად გაიცნობთ, გაიგებთ, რამდენად ძლიერი და გამორჩეული კატაა.
უბეწვო და უთვალო კატას ერთგული პატრონი, სახელად კელი ჰყავს, რომელიც მასზე წლებია თავდაუზოგავად ზრუნავს.
როგორც კელი იხსენებს თავისი ოთხფეხა მეგობრის ისტორიას, ჯასპერი ჩვეულებრივ ორი თვალით დაიბადა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალის რქოვანაზე არსებული მძიმე დაავადების გამო 2013 წელს ჯერ ერთი თვალის, ხუთი წლის შემდეგ კი მეორე თვალის ქირურგიული ჩარევით ამოღება დასჭირდა.
ოპერაციის შემდეგ ჯასპერს ტკივილები აღარ აწუხებს, ამავდროულად კი შემზარავად საოცარი ვიზუალი მიიღო, რამაც მას ათასობით ფანი შესძინა.
მის ანგარიშს ინსტაგრამზე ამჟამად 80 ათასამდე გამომწერი ჰყავს!
"მისგან ყოველთვის ახალ შთაგონებას ვიღებ. ჩემთან ერთად სხვებიც აღფრთოვანებულები არიან მისით: მინიმუმ ხუთმა ადამიანმა დაიხატა მისი გამოსახულებით ტატუ", — ამბობს კატის პატრონი.
ინსტაგრამთან ერთად მის ვიდეოებს TikTok-ზეც გადააწყდებით, სადაც კელი ყველას უკეთ აცნობს ჯასპერს.
როგორც თავად ამბობს, ამ გზით კელის სურს, რომ ადამიანებს უფრო მეტი მოუთხროს იმ კატების შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
"ბრმა კატასაც შეუძლია იცხოვროს ბედნიერი და სასიამოვნო ცხოვრებით. თუ შინაური ცხოველის აყვანაზე ფიქრობთ, იქნებ ყურადღება მას მიაქციოთ, ვისაც სიყვარული ყველაზე მეტად აკლია: მოხუცებს, დაშავებულებს. შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ თქვენი საუკეთესო თანამგზავრები", — ამბობს კელი.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები