Coquette — ჰობი, რომელიც დახვეწილი სამკაულების ბრენდად გადაიქცა
ფოტო: Coquette
ორმა მეგობარმა 2010 წელს ქართული ხელნაკეთი სამკაულის ბრენდი Coquette შექმნა. თუმცა, ეს ყველაფერი ასე მარტივი არ ყოფილა — მაშინ ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში მოდელირებას სწავლობდნენ და თავისუფალ დროს საკუთარი თავისთვის სამკაულებს ამზადებდნენ. სამკაულები კი ძალიან უცხო და გამორჩეული იყო — როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი გვიყვება, ქუჩაში უცხოებიც კი აჩერებდნენ, ნაკეთობებით ინტერესდებოდნენ და უამრავ კომპლიმენტს ეუბნებოდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა კომპანიის შექმნის იდეაც.
"ჩვენით ვისწავლეთ ყველანაირი ტექნიკა, მასალებიც კი არ იშოვებოდა მასობრივად მაშინ და ყველაფერი ამერიკიდან გამოვიწერეთ, დავიწყეთ ნამუშევრების შექმნა და შეგროვება. სამი თვის თავზე კი პირველი გამოფენაც მოვაწყვეთ შარდენზე. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც უცხოელებისგან, ისე ქართველებისგან და ყველაფერი გაიყიდა", — გვიყვება მაიკო გაგუა, კომპანიის დამფუძნებელი.
ფოტო: Coquette
სწორედ ამ გამოფენის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ იქნებოდა ურიგო, ეს ნივთები საგამოფენო სივრცეს გასცდენოდა და ფართო საზოგადოებისთვისაც გაეხადათ ხელმისაწვდომი. ასე დაიბადა მაღაზიის შექმნის იდეაც. მათ მალევე გახსნეს მაღაზია Coquette, რომლის სახელი ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და კეკლუც ქალს ნიშნავს.
"ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ჩვენი სახელოსნოც გვქონდა, სადაც ვმუშაობდით, შეკვეთებს ვიღებდით, მოდიოდნენ მომხმარებლები საქორწილო კაბების გასაფორმებლად თუ სხვა გამორჩეული დღეების გასალამაზებლად", — ამბობს მაიკო.
Coquette-ს დახვეწილი სტილი გამოარჩევს. ისინი შერეულ მასალას: ქსოვილებს, ქვებს, თვლებსა თუ მეტალებს იყენებენ. მომხმარებლებისგანაც ხშირად გაუგიათ, რომ კოკეტის აქსესუარს უნიკალური ხელწერის გამო ცნობენ და სხვა სამკაულებისგან გამოარჩევენ.
"ძალიან დიდი მოთხოვნაა საბავშვო თმის სამაგრებზე. ამ ეტაპზე ეს ჩვენი ძირითადი ხაზია და ვამზადებთ შეკვეთით, ტანისამოსის ფერის და სტილის მიხედვით, გარდა ამისა, ვამზადებთ სადღესასწაულო და ყოველდღიურ თმის აქსესუარებს, ვმუშაობთ საქორწილო კაბის დიზაინზე, გაფორმებაზე და მოქარგვაზე", — ამბობს მაიკო.
პანდემიამ Coquette-ს ისევე, როგორც ყველა მცირე ბიზნესს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. 3 თვის განმავლობაში კომპანია სრულიად გაჩერებული იყო. დაიკეტა მაღაზია და მასალის უქონლობის გამო შეკვეთებსაც ვეღარ ამზადებდნენ. თუმცა, სტენდი ახლახან, თბილისში, ქავთარაძეზე, სითი მოლში ისევ გახსნეს და მომხმარებლებს მოუთმელად ელიან.
Coquette-ის ნამუშევრების დასათვალიერებლად და შეკვეთისთვის ესტუმრეთ მათ ფეისბუქ გვერდს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები