რუს LGBTQ აქტივისტ მხატვარს "გეი პროპაგანდისთვის" მესამედ წაუყენეს ბრალი
რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა LGBTQ აქტივისტისა და მხატვრის, იულია ცვეტკოვას, წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე აღძრა "არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის".
სოციალურ ქსელში განთავსებული ნახატების გამო ცვეტკოვას წინააღმდეგ უკვე აღძრულია ერთი სასამართლო საქმე რუსეთის ე.წ. გეი პროპაგანდის კანონის დარღვევისთვის, რომლის მიხედვითაც მხატვარს პორნოგრაფიის გავრცელების გამო 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ ბრალდებას ცოტა ხნის წინ Instagram-ზე ფოტოპროტესტი მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ფემინისტი და LGBTQ აქტივისტები პოსტავენ სექსუალიზებისგან დაცლილ თავიანთ შიშველ ფოტოებს ცვეტკოვას საქმის ცნობადობის გასაზრდელად.
7 ივლისს ცვეტკოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ ახალი საქმე აღიძრა იმ მასალების გამო, რომლებიც მან გამოაქვეყნა "კი, ავირჩევ" (#ДаВыберу) კამპანიის ფარგლებში. კამპანია LGBTQ ოჯახების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად მას შემდეგ, რაც გავრცელდა რუსეთის ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო პლებისციტის ჰომოფობიური პოლიტიკური რეკლამა (მოგვიანებით YouTube-ის მოდერატორებმა წაშალეს ეს ვიდეო). ცვეტკოვამ ივნისის დასაწყისში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა LGBTQ ადამიანების ნახატები, რომლებშიც ისინი შვილებს ზრდიდნენ, ჰეშთეგით #ДаВыберу.
ეს ცვეტკოვას წინააღმდეგ რუსეთის "გეი პროპაგანდის კანონის" მიხედვით აღძრული მესამე ადმინისტრაციული საქმეა. 2019 წლის დეკემბერში ის დააჯარიმეს 50 000 რუბლით (დაახლოებით $728) VKontakte-ზე წარმოებული ე.წ. გეი პროპაგანდის გამო. მეორე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა ივნისის დასაწყისში იმ ნახატის გამო, რომელსაც ეწერა ფრაზა "ოჯახი იქაა, სადაც სიყვარულია. მხარი დაუჭირეთ LGBT+ ოჯახებს!"
"ოჯახი იქაა, სადაც სიყვარულია. მხარი დაუჭირეთ LGBT+ ოჯახებს!"
ფოტო: Yulia Tsvetkova
ამავე თემაზე:
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
კომენტარები