NASA-მ 1284 ახალი პლანეტის აღმოჩენა დაადასტურა
ფოტო: NASA
2009 წლის მაისში NASA-მ ახალი კოსმოსური მისია Kepler დაიწყო, რომლის ერთადერთი მიზანი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენაა.
სხვა მსგავსი პროექტების ფარგლებში, მზის სისტემის გარეთ, ბევრი პლანეტაა აღმოჩენილი. თუმცა, აღნიშნული პლანეტები ძირითადად იუპიტერის ზომის ან მასზე დიდი ობიექტები არიან. Kepler-ის საშუალებით კი ასტრონომები მხოლოდ ისეთ პლანეტებს ეძებენ, რომელზეც დედამიწის მსგავსი პირობებია და შესაბამისად სიცოცხლისთვის საჭირო გარემოა.
პლანეტების აღმოსაჩენად მეცნიერები ე.წ. ტრანზიტის მეთოდს იყენებენ. როდესაც პლანეტა თავის ვარსკვლავს ჩაუვლის, მისგან მომავალი სინათლის მცირე ნაწილს ბლოკავს. ასეთ ბლოკებს ასტრონომები აკვირდებიან და თუ რამდენჯერმე დააფიქსირეს, ეს ნიშნავს, რომ ახალი პლანეტა აღმოაჩინეს.
სიკაშკაშის ცვლილებების მიხედვით შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი ციური სხეულის ზომის განსაზღვრაც. ვარსკვლავის დისკზე პლანეტის ჩავლის ტემპის მიხედვით მისი ორბიტის სიგრძისა და ზედაპირის ტემპერატურის მიახლოებითი გამოთვლაც ხერხდება. ამ პარამეტრების მიღების შემდეგ ასტრონომები ასკვნიან, შესაძლებელია თუ არა ამ ობიექტზე არსებობდეს სიცოცხლე ან მისთვის საჭირო პირობები.
რა არის პლანეტა?
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის დადგენილებით, პლანეტის სტატუსის მისაღებად, ციური სხეული უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს:
- უნდა ბრუნავდეს ვარსკვლავის გარშემო
- ჰქონდეს ჰიდროსტატიკური წონასწორობისთვის საჭირო მასა
- ჰქონდეს გასუფთავებული გარემო - ანუ საკუთარ ორბიტალურ ზონაში უნდა იყოს გრავიტაციული დომინანტი.
ამ მეთოდის გამოყენებით 2015 წლის ივლისში Kepler-ის მისიაზე მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს კანდიდატი ობიექტების კატალოგი, რომელშიც 4 302 პოტენციური პლანეტა შევიდა.
გუშინ, 10 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ასტრონომებმა პოლ ჰერცმა, თიმოთი მორტონმა, ნატალი ბატალამ და ჩარლი სობეკმა ახალი მონაცემები წარადგინეს. მათი გუნდი ზემოაღნიშნულ 4 302 პოტენციურ პლანეტას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ მათგან 1 284 ობიექტს 99%-ის სიზუსტით შეიძლება მიენიჭოს პლანეტის სტატუსი. კატალოგის სხვა 1 327 წევრი დიდი ალბათობით პლანეტები არ არიან, მაგრამ მათზე დაკვირვება გაგრძელდება და შესაძლებელია რამდენიმე მათგანს სტატუსი შეეცვალოს. დანარჩენი 707 ობიექტი კი სხვა სახის ასტროფიზიკური მოვლენა და ობიექტია.
"Kepler-ის გაშვებამდე არ ვიცოდით მზის სისტემის გარეთ პლანეტების არსებობა იშვიათობა იყო თუ ჩვეულებრივი ამბავი. ახლა კი ვიცით, რომ სავარაუდოდ, ჩვენს გალაქტიკაში იმაზე მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი," განაცხადა NASA-ს ასტროფიზიკის განყოფილების უფროსმა, პოლ ჰერცმა.
ახალი 1 284 პლანეტიდან 550 შეიძლება დედამიწის მსგავსი მყარი პლანეტა იყოს. ამათგან ცხრა კი თავიანთი ვარსკვლავის გარშემო ე.წ. სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. ასეთი ორბიტის მქონე პლანეტებზე ზედაპირის ტემპერატურა იმ დონეზეა, რომ წყლის თხევად ფორმაში არსებობაა შესაძლებელი.
მზის სისტემის გარეთ დაახლოებით 5 ათასი პლანეტაა აღმოჩენილი, მათგან 2 325 Kepler-ის მისიის მიერაა აღმოჩენილი. 2009 წლიდან - დღემდე, მისია 150 ათასი ვარსკვლავის ზონას აკვირდებოდა, გალაქტიკის მხოლოდ ერთ პატარა ნაწილში.
2018 წელს NASA ახალ მისიას გაუშვებს - Transiting Exoplanet Survey Satelite 200 ათასი ახლომდებარე ვარსკვლავის ზონას დააკვირდება და დედამიწისა და სუპერ-დედამიწის ზომის პლანეტების აღმოჩენას ეცდება.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა

დისკუსია: თქვენი აზრით, არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტებზე?