ალერდი 2016 - კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინა
ფოტო: On.ge
ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016 დასრულდა. პროექტის ჟიურიმ I, II, III ადგილებზე გასული და ხალხის ფავორიტი ავტორები გუშინ გამოავლინა.
კონკურსის გამარჯვებული გახდა 21 წლის შიო ყანდორელაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერი. როგორც შიომ On.ge-სთან გასაუბრებისას აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა მეგობრის ინიციატივით გადაწყვიტა. პირველი რომანი მან 18-19 წლის ასაკში დაწერა, თუმცა ჯერ არც ერთი ნაშრომი არ გამოუქვეყნებია. ახლაც წერს და აპირებს, სამივე ნაშრომი ერთად გამოსცეს.
"დაახლოებით ნახევარ საათში დაწერილი მოთხრობაა. ძალიან გამიკვირდა, რომ გაიმარჯვა. უზომოდ გახარებული ვარ. მოთხრობა უმიზნოდ მოხეტიალე ადამიანზეა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო და, ცოტა არ იყოს, ბინძური ფილოსოფია აქვს. პირველი რომანი როკ მუსიკას და როკ-მუსიკოსს ეხება. მეორე - აზარტულად მოთამაშეებზეა. მესამე არის კრივზე და ორმოციანი წლების ჩიკაგოზე, ამერიკულ ცხოვრებაზე. ასეთი მრავალფეროვანი სტილით მინდა, რომ ვწერო და ჩემი ხასიათი მქონდეს ლიტერატურაში."
მეორე ადგილი დაიკავა ნინი მეტრეველმა, მოთხრობით ემოცია სამ მოქმედებად, ხოლო მესამეადგილოსანი დათო სიხარულიძე გახდა, მოთხრობით - ვალერი და იოსები.
ხალხის რჩეული გახდა ნინო ზაზაშვილი. მის მოთხრობას ყორანივით შავი ჰქვია.
ფოტო: On.ge
როგორც უკვე იცით, მონაწილეებისა და ჟიურის ვინაობა დაჯილდოების დღემდე ანონიმური იყო. აღმოჩნდა, რომ ჟიური პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. კონკურსანტების ბედი მანანა ბეგიაშვილმა, ბიჭი ივანიშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა გადაწყვიტეს.
ალერდი 2016 სხვა კონკურსებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ I,II,III ადგილების გარდა გამოვლინდა ხალხის რჩეულიც. ორგანიზატორებმა ესეც არ იკმარეს, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 5 ახალგაზრდა გამოავლინეს და ბიბლუსის ვაუჩერებით დააჯილდოვეს:
- ლიტერატურული ნოვაცია - შაკო დევდარიანი;
- ნოსტალგია - ცოტნე ავსაჯანიშვილი - პიერო;
- დებიუტი - მარიამ კავილაძე - რევოლუცია იქნება მალე;
- ადამიანთა თანასწორობა - მარიამ ჭუმბურიძე - სამირა;
- ჩვენ და ცხოველები - თემურ ზოიძე - მარტა.
როგორც კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი საკო კოჭლამაზაშვილი ამბობს, "ყველაზე მთავარი მაინც ალერდის წიგნია, რომელშიც კონკურსის მონაწილე 25 საუკეთესო მოთხრობა შევიდა".
საკო კოჭლამაზაშვილი - იდეის ავტორი
ფოტო: On.ge
"ლიტერატურული კონკურსი ალერდი უკვე მეორედ ჩავატარეთ. წელს კონკურსის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და თბილისის უნივერსიტეტებს შეუერთდნენ გორის, ახალციხის, თელავისა და ბათუმის უნივესტიტეტები. მონაწილეობა მიიღეს იმ ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც სწავლობენ ჩინეთსა და ვილნიუსში.
როგორც პროექტის ავტორმა, შემიძლია ვთქვა, რომ ალერდი 2016 შედგა. ის თავის მიზანს ამართლებს და პროექტის წარმატებისათვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წელს მივიღეთ უფრო ხარისხიანი ნამუშევრები, სტუდენტებიც უფრო მეტი ხალისით ჩაერთნენ. დროებით გემშვიდობებით, მაგრამ, იმედი მაქვს, სულ მალე გეტყვით, რომ ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2017 იწყება!"
კონკურსის ჟიური - ბიჭი ივანიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი და მანანა ბეგიაშვილი.
ფოტო: On.ge
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კონკურსი, რომელშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ ვთვლი, რომ ასე თუ ისე გავართვი თავი ამ ამოცანას. იმდენად საინტერესო, იმდენად კარგი, იმდენად მრავალფეროვანი სამყარო გაქვთ, რომ ძალიან მიხარია თქვენთან ურთიერთობა. სწორედ ამიტომ დიდ მადლობას გიხდით. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ამ მშვენიერი კონკურსის ორგანიზატორებს." - თქვა ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელმა და ავტორმა, მანანა ბეგიაშვილმა.
ფოტო: On.ge
კონკურსის მხარდამჭერი იყო On.ge-ც, რომელმაც საკუთარი ფავორიტი დაასახელა და დათო სიხარულიძეს 3-თვიანი სტაჟირების შესაძლებლობა მისცა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები