სალომე სამადაშვილი

8 Jul. 2019, 10:54

გადავიფიქრე გაბუნიას გაკიცხვა, მადლობას ვუხდი ლუსტრირებისთვის. შეგახსენებთ, მისმა უგემოვნო ჟურნალისტურმა ილეთმა რა გვაჩვენა: 1. ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ქართული სახელმწიფოს ისედაც საკმაოდ სუსტი ჩანასახი, ყველა მისი ინსტიტუტი, დიპლომატიური სამსახურის ჩათვლით. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს გაბუნიას დასაგმობად, სახელმწიფო არ გაქვს, წერტილი. 2. ქართული ოცნების მხარდამჭერები სინამდვილეში მხარს უჭერენ საქართველოს რუსეთის დაქვემდებარებაში; 3. თავად ქართული ოცნება, ღიად და აშკარად პრო-რუსული ძალაა. 4. ის ხალხი, ვინც დეკლარირებული ქოცი, ანუ კოლაბორაციონისტი არ არის, გამოდის და გაბუნიას გამოხტომის 'შეტენვას' ნაცმოძრაობისთვის ცდილობს ან საუბრობს განახლებულ დაძაბულობაზე რუსეთთან, ბიძინას (იკითხება რუსეთი) სასარგებლო იდიოტი და მოკავშირეა; 5. დამოუკიდებლობა თითქმის 30 წლის წინ გამოვაცხადეთ, მაგრამ კონსესუსი, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გქონდეს, პრინციპში ისევ არ არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. Yellow…