თბილისი პრაიდი ჩატარდება
ფოტო: Tbilisi Pride / Facebook
თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება. ამის შესახებ მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყანაში სიძულვილის აღოსაფხვრელად. მათი თქმით, მთავრობის რეაგირება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არაეფექტურია.
"საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები", — წერია განცხადებაში.
თბილისი პრაიდის გუნდი ამბობს, რომ დაგეგმილ საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები. ასევე, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები. ისინი მოუწოდებენ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად შეუერთდნენ მათ.
თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები და ძალადობრივი მოწოდებები
თბილისი პრაიდს ჩაშლითა და აქტივისტებს დარბევით, სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი, მათ შორის, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ქართული მარში ემუქრება.
პრაიდმა უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოლაპარაკებების დასასრულს საორგანიზაციო ჯგუფმა განაცხადა, რომ შსს-მ მათ დახურული სივრცე შესთავაზა ღირსების მარშისთვის, რასაც არ დათანხმდნენ. სამართალდამცავი უწყება ამბობდა, რომ სხვაგან მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ ოფიციალური განცხადებით მოსთხოვა მთავრობას, რომ არ დაუშვან თბილისი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გასაპროტესტებლად და სახელმწიფოსგან პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, პრაიდის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა მათვრობის სახლთან აქცია დაგეგმეს, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა კანცელარიასთან არ მიუშვეს. პროტესტმა კანცელარიის კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
შედეგად პოლიციამ 28 პირი დააკავა, თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი კი შსს-თან მოლაპარაკებებზე დაბრუნდა.
აქციისა და კონტრაქციის მეორე დღეს ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ძალადობრივი განცხადებით, მხარდამჭერებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ პრაიდის წინააღმდეგ. ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეხვედრაზე" მან სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა. აქციის შემდეგ მოხალისეები, მათ შორის დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩაეწერენ რაზმში, რომელიც მიზნად პოლიციის კორდონების გარღვევას, სამმართველოებიდან მხარდამჭერების ძალით გამოყვანას, ლგბტ პირების ყურის აწევას, ხელების ქამრით შეკვრას, კომბლით გალახვას და სხვა სახის ძალადობებს ისახავდა მიზნად. ვასაძის თქმით, ლეგიონი პატრულირებას პრაიდის კვირეულში დაიწყებდა.
პრაიდმა ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ, სახალხო დამცველმა მოუწოდეს შსს-ს ძალადობრივ განცხადებებზე რეაგირება ჰქონოდა. აქციიდან მეორე დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო უკანონო დაჯგუფების შექმნის მუხლით.
პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფისა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, უწყებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარდეს, რადგან უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, შსს აცხადებდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე.
შეხვედრის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფს არ დაუფიქსირებია ოფიციალური პოზიცია, გადაიფიქრა თუ არა თბილისი პრაიდის ჩატარება. ამის ფონზე ლევან ვასაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ შსს-ს "სიტყვაზე ენდო" და პატრულირება გააუქმა. მაგრამ მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიონი რჩებოდა და თუ ღირსების მარში ჩატარდებოდა აუცილებლად გამოვიდოდნენ გარეთ.
დღეს, 18 ივნისს ვასაძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პრაიდის ჩატარის შესახებ, ამიტომ მხარდამჭერებს ისევ სრული მობილიზებისაკენ მოუწოდა. ის ისევ დაიმუქრა, რომ თუ პოლიცია დააყენებს კორდონს, მას გაარღვევენ და თუ ლგბტ პირები "ხელს შეუშლიან წესრიგის დამყარებაში", მაშინ "კომბლებით დაიცავენ თავს".
ამ მოვლენების ფონზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. მოვლენებს გამოეხმაურა ნიდერლანდების საელჩოც და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რომ მომატებული საფრთხის გამო მოერიდონ ღირსების მარშს.
ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ლგბტ თემის პრობლემები გაზვიადებული და თავსმოხვეულია. მისი მტკიცებით, საქართველოში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ადამიანის უფლებები, რადგან მისივე თქმით, ეს უფლებები დაცულია.
გაიგეთ მეტი:
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები