გრეის ანატომია: ბრუნდება თუ არა სანდრა ო სერიალში?
ფოტო: ABC
22 სექტემბერს ABC-ის ეთერში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გრეის ანატომია მე-13 სეზონით დაბრუნდა.
დანარჩენი ნაწილი შეიძლება სპოილერს შეიცავდეს, ამიტომ თუ სერიალი ნანახი არ გაქვთ კითხვა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ!
შოუს შემქმნელი შონდა რაიმსი, აგერ უკვე 13 წელია ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს დაუნდობლად ასალმებს სიცოცხლეს. ვინაიდან არსებობს შანსი, რომ სადღაც ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც სერიალი ჯერ არ აქვს ნანახი, არც ჩემი რჩევა გაითვალისწინა და სტატიის კითხვა გააგრძელა, გამოვიჩენ კეთილ ნებას და არ დავასპოილერებ, არ ვეტყვი ვინ როდის და რატომ მოკლა სერიალის შემქმნელმა.
სანდრა ოს პერსონაჟი ქრისტინა იანგი სერიალის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და, შეიძლება ითქვას, მთავარ გმირ მერიდიტ გრეიზე პოპულარულიც კი იყო, თუმცა მეათე სეზონის ბოლოს ცნობილი გახდა რომ ის შოუს ტოვებდა.
უამრავი თხოვნის, მოთხოვნის, პეტიციის, გაფიცვის, კარვების დაცემის შემდეგ, არც შონდამ და არც სანდრამ ყური არ შეიბერტყეს და ჯერ-ჯერობით სერიალი არაჩვეულებრივი იანგის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას.
მაგრამ, ამერიკული ტელევიზიისა და კინოს კულუარებიდან ცნობილი გახდა, რომ სანდრა ომ გრეიში დაბრუნება გადაწყვიტა.
ჭორებს კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მსახიობ კევინ მაკკიდის განცხადებამ. კევინი შოუში ექიმ ოუენ ჰანტის როლს ასრულებს, რომელთან ერთადაც ქრისტინა იანგმა ბევრი კარგი დღე გაატარა.
"ბედნიერი ვიქნები თუ სანდრა დაბრუნდება, რამდენიმე ეპიზოდით მაინც, ან იქნებ სულ დაბრუნდეს, ვინ იცის?! ქრისტინა ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი იყო სერიალში, სანდრა კიდევ ყველას ძალიან გვიყვარს და რეგულარულად ვხვდებით. ეჭვი მაქვს, ის მალე კვლავ ჩვენთან იქნება", ამბობს ინტერვიუში კევინ მაკკიდი.
ქრისტინას პერსონაჟის დაბრუნებაზე საკუთარი პასუხი აქვს სანდრა ოსაც:
"არ ვიცი ვინ და რატომ წამოიწყო ეს ჭორები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემს გეგმებში სერიალში დაბრუნება არ შედის, ყოველ შემთხვევაში მეცამეტე სეზონში, მერე ვნახოთ."
წელს გრეის ანატომიას ქრისტინას გარეშე ვნახავთ, თუმცა, როგორც ცნობილია, შონდა რაიმსმა სანდრას, რომელიც შოუდან მიდიოდა სპეციალური კონტრაქტი გააფორმებინა, რომლის მიხედვითაც ის აუცილებლად დაბრუნდება სერიალში, თუმცა ეს იქნება სერიალის ბოლო სეზონი.
მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ, ამის მიზეზად კი სანდრას კომენტარის ბოლო ფრაზაა - "ჩემს გეგმებში სერიალში დაბრუნება არ შედის, ყოველ შემთხვევაში მე-13 სეზონში, მერე ვნახოთ."
ასეა თუ ისეა, ყველას სახელით, ვისაც ქრისტინა გვიყვარს ვამბობ, რომ ჩვენ ქრისტინა გვჭირდება, ის ჩვენი ადამიანია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა




კომენტარები