მიქაუტაძე უზენაესის მოსამართლეობისთვის ფორმალურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს — ჯანეზაშვილი
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფორმალურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. როგორც ჯანეზაშვილმა On.ge-ს უთხრა, დადგენილი წესის თანახმად, განმცხადებელმა სამი რეკომენდატორი უნდა მიუთითოს, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს მხოლოდ ორი რეკომენდატორი ჰყავს მითითებული.
"ეს ნიშნავს იმას, რომ მან დაარღვია ის წესი, რომელიც მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. შესაბამისად მან სრულყოფილად არ შეავსო განაცხადი და არ უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე", — აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს, ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სია საინტერესოა და მასში ღირსეული კანდიდატებიც მონაწილეობენ.
"მიხეილ ჩინჩალაძე სიაში რომ არ არის, ეს არის ჩინჩალაძის მორალური დამარცხება, რადგან მას ჰქონდა პრინციპული დამოკიდებულება, როგორ ჩემთვის არის ცნობილი, რომ უნდოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. არა იმიტომ, რომ გავლენები ჰქონოდა, მას გავლენები არ აკლია, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი სურვილი იყო, რადგან წლების განმავლობაში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო", — უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა On.ge-ს.
გიორგი მიქაუტაძის რეკომენდატორებთან დაკავშირებით On.ge იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა. მათი თქმით, რეკომენდატორების მითითება სავალდებულოა და ორი რეკომენდატორის მითითებაც დაშვებულია.
"საბჭოს გადაწყვეტილებით, რეკომენდატორის მითითება სავალდებულო, მაგრამ შენიშვნასავით არის, რომ არანაკლებ სამისა, მაგრამ ორიც რომ მიუთითო დაშვებულია", — განმარტეს საბჭოში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა პირმა გამოთქვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მსურველთა სია გამოაქვეყნა. მსურველებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. გარდა ამისა, უზენაესის მოსამართლეობა სურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანიას.
ძველი ათკაციანი სიიდან სიაში წარმოდგენილი არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. გარდა ამისა, ძველი სიიდან მსურველებს შორის არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი. ნინო სამნიძე და გიორგი თავაძე მონაწილეობას აღარ იღებენ.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
კომენტარები