პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩააგდო
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს. ინიციატივის ავტორები ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა პარლამენტარები იყვნენ.
საკითხის კენჭისყრამდე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. სადავო ის ჩანაწერი გახდა, რომლითაც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა იკრძალებოდა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში და ამ დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, უმრავლესობა კანონპროექტს მაშინ დაუჭერდა მხარს თუ აკრძალვის ნაცვლად შეზღუდვა ჩაიწერებოდა და რადიუსის სიგრძეც გადაიხედებოდა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უმრავლესობას კანონპროექტის ჩაგდება იმიტომ უნდა, რომ თავად მათი გუნდის წევრი აღარაა.
"ეს იყო დირექტივა, რომ მხარი არ დაუჭირო. ამ კანონპროექტის ავტორი არის 6 კაცი, რომელიც ახლაც უმრავლესობაშია. 200, 100, 150, 300 მეტრი არის მეორე მოსმენის საკითხი. თუ პრინციპულად საკითხს ეთანხმებით, მეორე მოსმენაზე შესაძლებელია კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს. ჩემი კანონპროექტი არ არის, ნუ უყურებთ ჩემს კუთვნილებად, მე კი არ დამიჭიროთ მხარი, ხალხის ინტერესს დაუჭირეთ მხარი. თქვენ დაირქვით ეს კანონი, საერთოდ არ ვახსენებ ჩემს სახელს, ოღონდ კანონი მიიღეთ ხალხისთვის", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მამუკა მდინარაძემ დეპუტატს შესთავაზა, რომ კანონპროექტში ის ცვლილება შეიტანოს, რომელზეც უმრავლესობა საუბრობს და მხარს დაუჭერენ. მისივე თქმით, კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა სიტყვები "აკრძალვა" და "შეზღუდვა" მეორე მოსმენაზე განსახილველი საკითხი არაა.
"შემოიტანეთ ამ დათქმებით, რაზეც ვართ შეთანხმებულები და დავუჭერთ მხარს. მეორე მოსმენის საკითხი არ არის, აკრძალვას ეხება თუ შეზღუდვას, თუ ამის გაკეთება გინდოდათ თავის დროზე გაგეკეთებინათ, სამომავლო თემას წინასწარ როგორ უნდა ვუყაროთ კენჭი", — განაცხადა მდინარაძემ.
კანონპროექტზე მსჯელობაში ოპოზიციაც ჩაერთო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პროცედურული ხრიკის გამოყენებით უმრავლესობა ცდილობს ჩააგდოს კანონპროექტი იმიტომ, რომ მისი ავტორი უმრავლესობის რიგებში აღარ არის.
"ასეთი საქციელი ძალიან უხერხულია, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეების მოხსნა, იმიტომ რომ თქვენს რიგებში აღარ არიან და უცებ გაგება, რომ ისინი თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებენ, ასევე დელეგაციებიდან გარიცხვა, რაც არ შეესაბამება საპარლამენტო ეთიკას და აყენებს ჩრდილს პარლამენტარიზმის განვითარებას", — თქვა დეპუტატმა.
ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარმოდგენილ ვერსიას დაეთანხმა ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე და თქვა: არათუ რეკლამა აიკრძალოს, არამედ თამაშები უნდა იყოს აკრძალული, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტებისა, რადგან გააუბედურა ახალგაზრდები".
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი გადადონ, საკითხებზე შეჯერდნენ და ამის შემდეგ უყარონ კენჭი.
ხმაურის გამო, სოფო კილაძის ნათქვამი ვერ გაიგო ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა და სიტყვით გამოსვლის დროს იგივე ინიციატივა წამოაყენა კენჭისყრის გადადების შესახებ.
ქართული ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაკვირვება გამოხატა, რომ ინიციატორი საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს.
"ხალხის სასიკეთოდ არაფერი მიგიღიათ და რაღა ამას მიიღებთ, ჯობია კენჭი ვუყაროთ", — თქვა ჭიჭინაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ გუშინ საღამოს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს და გაკვირვებულია, რა შეიცვალა დილით.
"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ გვქონდა შეთანხმება, მეგობრული, რაც ახასიათებს ჩვენს ურთიერთობას და საქმიანი. რა მოხდა დღეს, არ ვიცი, შევთანხმდეთ, რომ ერთიანი პრინციპით გავიტანოთ, არაფერი უნდა ამას, გარდა სწორი ნებისა. გუშინ ჩემთვის გაურკვეველი პროცესი მოხდა საღამოს, რამაც დღეს დილას ვნებათაღელვა გამოიწვია", — თქვა დეპუტატმა.
აბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და კანონპროექტის ინიციატორის ლევან გოგიჩაიშვილის მოთხოვნით კანონპროექტს კენჭი უყარეს და ჩააგდეს.
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა





კომენტარები