7 რამ, რაც ბავშვებს უსაფრთხოების შესახებ უნდა ვასწავლოთ
ფოტო: Shutterstock
მშობლების უმრავლესობა ძალიან ღელავს იმაზე, რომ სამყარო უამრავი საშიშროებითაა სავსე და ამ ყველაფრის წინაშე ბავშვები ხშირად დაუცველები არიან. სამწუხაროდ, ჩვენს შვილებს ყველა საფრთხეს ვერ ავარიდებთ, მაგრამ მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ თქვენი ყურადღება შვიდ მთავარ საკითხზე გავამახვილოთ, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
1. ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე და სიტუაციებზე
ფოტო: libertybankfoundation
ესაუბრეთ ბავშვებს ისეთ სიტუაციებზე, რომლებშიც ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობდნენ და თუ თქვენი საუბარი ბავშვისთვის შიშის მომგვრელი აღმოჩნდება, დეტალურად განიხილეთ ეს სიტუაცია. არ დაგავიწყდეთ, რომ სიტუაციიდან თავის დაღწევის ყველაზე უმტკივნეულო გზებიც ასწავლოთ.
მაგალითად, ესაუბრეთ ბავშვს, როგორ მოიქცევა, თუ აღმოაჩენს, რომ სუპერმარკეტში დაიკარგა. ეცადეთ, ზედმეტად არ შეაშინოთ და გაუღვივეთ შეგრძნება, რომ ნებისმიერ საშიშროებასთან გამკლავება შეიძლება.
2. ნუ დაუმალავთ, რომ ყველა ადამიანი კარგი არაა
ფოტო: paolobarillariblog
ბავშვებს ბუნებრივად უჭირთ უცნობი ადამიანების საფრთხედ აღქმა. თუ ეტყვით, რომ უცნობები საშიშები არიან, ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველა ნაცნობი სანდოა, რაც სიმართლე არაა. უთხარით: "როგორც წესი, ადამიანები კეთილები არიან, მაგრამ ზოგიერთი ასეთი არაა. ჩემი საქმეა, რომ მათგან დაგიცვა". როცა ბავშვი წამოიზრდება, დაამატეთ, რომ საკუთარ თავს თვითონაც უნდა გაუფრთხილდეს.
3. შეახსენეთ, რომ უცნობებს არ უნდა ენდონ
ფოტო: Harvard Health
ბავშვები რაც უფრო მეტად იზრდებიან, უცნობ გარემოში და უცნობი ადამიანების გარემოცვაში ყოფნაც უფრო ხშირად უწევთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ მათ ხშირად შევახსენებთ, რომ უცნობ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდონ. ერთად განიხილეთ ხერხები, რომლის მეშვეობითაც უცნობებმა მათთან დაახლოება შეიძლება სცადონ - ტკბილეულით გამასპინძლება ან მანქანით სადმე გასეირნება.
რა თქმა უნდა, ბავშვების უსაფუძვლოდ შეშინება არ არის აუცილებელი, უბრალოდ დარწმუნდით, თქვენ მიერ ოჯახში შემოღებული მარტივი წესები, რომ უცნობს არსად არ უნდა გაჰყვე, კარი არ უნდა გაუღო და სასურველია არც გამოელაპარაკო - ახსოვთ და ასრულებენ კიდეც.
4. მოუყევით იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ინტერნეტის გამოყენებას თან ახლავს
ფოტო: Zeeko
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ინტერნეტის გამოყენებაში ცუდი არაფერია, არსებობს მედლის მეორე მხარეც, როდესაც გამოუცდელი და შესაბამისად დაუცველი ბავშვები დიდი საფრთხის წინაშე დგებიან.
ამიტომ, სანამ ბავშვს პირველი სმარტფონით ან კომპიუტერით გაახარებთ და ინტერნეტის გამოყენების უფლებასაც მისცემთ, აუხსენით, რომ გარკვეული საფრთხეები ვირტუალურ სამყაროშიც არსებობს. უთხარით, რომ არ შეიძლება უცნობ ადამიანებთან საუბარი, ან მათთვის პირადი მონაცემებისა და საცხოვრებელი ადგილის გამხელა.
5. გააკეთეთ სხვადასხვა სიტუაციის ინსცენირება
ფოტო: Understood
დარწმუნდით, რომ ბავშვს შეუძლია "არა"-ს თქმა უცნობებისა და ნაცნობებისთვის. გაითამაშეთ სხვადასხვა სცენარი, სადაც სხვა ადამიანები არიან ჩართულები. როგორ უნდა მოიქცეს, თუ მეზობელი, რომელსაც კარგად არ იცნობს, სახლში საჭმელად ეპატიჟება? ან როცა ნათესავი კოცნისა და ჩახუტების თხოვნებით აწუხებს?
6. აუხსენით განსხვავება "კარგ" და "ცუდ შეხებას" შორის
ფოტო: soloformazione
აუხსენით ბავშვს, რომ არავის აქვს უფლება, მას შეხებით თავი ცუდად აგრძნობინოს. განუმარტეთ, რომ ეს განსაკუთრებით "საცურაო კოსტიუმის" მიერ დაფარულ ნაწილებს ეხება. სთხოვეთ, თოჯინაზე გაჩვენოთ, რომელია შეხებისთვის მისაღები და მიუღებელი ადგილები.
7. დაეხმარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში
ფოტო: Muditalab
კარგი იქნება, თუ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე დავეხმარებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში. დარწმუნდით, რომ ზეპირად ახსოვთ სახლის ტელეფონისა და მშობლების მობილურის ნომრები. ასწავლეთ სახლის ზუსტი მისამართი და სხვადასხვა დროს გამოკითხეთ ხოლმე.
ეს ის მინიმუმია, რაც ბავშვების უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ზედმეტად დაშინების გარეშე.
დამატებით გაითვალისწინეთ:
- არ დაელაპარაკოთ ბავშვის თანდასწრებით პირდაპირ სხვა ბავშვს, თუ ჯერ მის მშობელს არ მიმართავთ, თორემ ბავშვი იფიქრებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ მასთან პირდაპირ საუბრის დაწყება.
- იმის მიუხედავად, რამდენად ლამაზი გეჩვენებათ, მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვის სახელის დაწერას მის ნივთებზე, ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე. უცნობმა ადამიანმა მას შეიძლება პირდაპირ სახელით მიმართოს და ბავშვს მის მიმართ ნდობა გაუჩნდება.
- არ აიძულოთ ბავშვს, ჩაეხუტოს ვინმეს, თუნდაც ნათესავებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ვალდებულები არ არიან, ვინმეს აკოცონ ან მოეფერონ, თუ ეს არ უნდათ.
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები