მკვლევარი ხაზს უსვამს განსხვავებას: როგორ იცავენ სექსუალური ძალადობისგან თავს ქალები VS კაცები
ფოტო: Getty Images
"ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენი ქალი გააუპატიურეს გასულ წელს, მაგრამ არ ვლაპარაკობთ, რამდენმა კაცმა გააუპატიურა ქალი. ვსაუბრობთ, რამდენი გოგო გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სკოლაში, მაგრამ არ ვლაპარაკობთ ბიჭებზე, რომლებიც ძალადობენ. ვსაუბრობთ, რამდენი არასრულწლოვანი გოგო დაფეხმძიმდა ვერმონტის შტატში, მაგრამ არაფერს ვამბობთ მათზე, ვინც ეს გოგოები დააფეხმძიმა.
პასიური ხმის გამოყენებას პოლიტიკური ეფექტი აქვს. მას ფოკუსი კაცებიდან და ბიჭებიდან ქალებზე და გოგოებზე გადააქვს. თვითონ ტერმინიც კი "ქალთა მიმართ ძალადობა" პრობლემატურია.
ჩვენ წინადადებას ისე ვაგებთ, რომ მასში მოქმედი გმირები არ ჩანდნენ. ქალებს რაღაც ცუდი ემართებათ, თუმცა ტერმინში არ ჩანს, ვინ ჩადის ამას. უბრალოდ ხდება.
კაცები ამაში არც კი მონაწილეობენ"
ეს ნაწყვეტი, რომელიც 2017 წელს #Metoo კამპანიის დასაწყისში ვირუსული გახდა, მკვლევარ ჯექსონ კატცს ეკუთვნის. ის სხვადასხვა ნიშნით (სქესობრივი, რასობრივი და ა.შ) ძალადობასა და მისი პრევენციის გზებს სწავლობს.
ჯექსონ კატცი ასევე საუბრობს იმაზე, რამდენად განსხვავდება ქალებისა და კაცების ყოველდღიური ცხოვრება. მის წიგნში მაჩოს პარადოქსი ნათქვამია:
"ერთ-ერთ ჯგუფთან მუშაობისას დაფაზე ცარცით ხაზი გავავლე, ერთ მხარეს კაცების სიმბოლო დავხატე, მეორე მხარეს კი - ქალების. მერე კი ბიჭებს ვკითხე: რა ზომებს იღებთ ყოველდღიურად, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ გახდეთ? ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, სანამ ბიჭები მიხვდებოდნენ, რომ მათ სპეციალურად დაუსვეს ასეთი კითხვა. მერე კი ერთმა ბიჭმა ხელი ასწია და თქვა: ვცდილობ, ციხეში არ მოვხვდე. ხანმოკლე სიცილის შემდეგ კიდევ ერთმა მონაწილემ ასწია ხელი და თქვა, რომ არანაირ ზომებს არ იღებს და სექსუალურ ძალადობაზე არც კი ფიქრობს.
მერე კი იგივე შეკითხვა ქალებს დავუსვი და აი, რა ეწერა დაფაზე სესიის დასრულებისას:
- გასაღები ხელში მიჭირავს, რადგან შესაძლოა მისი იარაღად გამოყენება დამჭირდეს
- ყოველთვის ვამოწმებ მანქანის უკანა სავარძელს, სანამ ჩავჯდები
- ვცდილობ, მობილური დატენილი მქონდეს
- ღამე სარბენად არ გავდივარ
- დაბალ სართულზე ცხოვრებისას, ფანჯრები მუდმივად დაკეტილი მაქვს
- ვცდილობ, ბევრი არ დავლიო
- სასმელს უყურადღებოდ არ ვტოვებ და ყოველთვის ვუყურებ, როგორ მისხამენ ჭიქაში
- მყავს დიდი ძაღლი
- ვატარებ წიწაკის სპრეის
- ტელეფონის ნომერს საჯაროდ არ ვწერ
- მხოლოდ განათებულ ადგილებში ვპარკინგდები
- არ შევდივარ ლიფტში, თუ მხოლოდ კაცია შიგნით
- დროდადრო ვცვლი სამსახურიდან სახლში მისასვლელ გზას
- ვცდილობ, გამომწვევად არ მეცვას
- მარტო ვცხოვრობ და სახლში უსაფრთხოების სისტემა მაქვს დაყენებული
- ვერიდები ტყეებს და ხეებიან ადგილებს, დღისითაც კი
- გარეთ გასართობად მხოლოდ მეგობრებთან ერთად დავდივარ
- პირველ პაემანზე კაცს ყოველთვის საჯარო ადგილას ვხვდები
- კაცებთან ქუჩაში მზერით კონტაქტს არ ვამყარებ
- ვცდილობ, ღამის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გამოვიყენო.
განსხვავება შთამბეჭდავია, თუმცა საკმაოდ მოსალოდნელი ყველა ქალისთვის, ვინც ამ სტატიას კითხულობს.
ქალებისთვის თავდაცვის საშუალებების სწავლებაზე დიდი დრო იხარჯება, მაგრამ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება, თუ ბიჭებსა და კაცებს არ ვასწავლით, რომ დამცირება, შეურაცხყოფა, თანხმობის გარეშე მოქმედება მისაღები არაა.
ნახეთ ჯექსონ კატცის გამოსვლა სრულად:
მასალა მომზადებულია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელსაც GIPA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: femicide.ge
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა

კომენტარები