ჩვენს მეზობლად ახალი პლანეტა დაიბადა
ასტრონომებმა პლანეტის დაბადების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური სურათი გადაიღეს
ფოტო: NASA/JPL-Caltech
დედამიწიდან დაახლოებით 370 სინათლის წლის მოშორებით დიდი და მრგვალი პლანეტა დაბადების პროცესშია. ასტრონომებმა მოახერხეს და ამ პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი გადაიღეს. ეს სურათი ყველაზე დეტალურია იმ სურათებს შორის, რომლებიც ასტრონომებს აქამდე გადაუღიათ. ის დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ პლანეტების ფორმირების პროცესს.
ვარსკვლავი PDS 70 და მისი პროტოპლანეტარული დისკი. ახალგაზრდა პლანეტა მარჯვნივ, კაშკაშა ბურთის სახით ჩანს.
ფოტო: ESO/A. Müller et al.
მაქს პლანკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის განკარგულებაში მყოფი "ძალიან დიდი ტელესკოპით" იუპიტერზე რამდენჯერმე უფრო დიდი პლანეტის ფორმირების პროცესი გადაიღეს. სურათში ჩანს, თუ როგორ იღებს პლანეტა ფორმას ვარსკვლავის გარშემო არსებულ კოსმოსური მტვრის ღრუბელში, ანუ პროტოპლანეტარულ დისკში. ის ყველა იმ ნივთიერებისგან შედგება, რომელიც ვარსკვლავის დაბადების შემდეგ რჩება, საბოლოოდ კი, სწორედ მათგან იქმნება პლანეტა.
ვარსკვლავი, სახელად PDS 70 დაახლოებით 5,4 მილიონი წლისაა, ანუ კოსმოსური მასშტაბებისთვის საკმაოდ ახალგაზრდაა. ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მის გარშემო შესაძლოა ახალი პლანეტები ჩამოყალიბებულიყო. ადრე გადაღებულ სურათებში ჩანდა ვარსკვლავის გარშემო არსებული რეგიონები, სადაც კოსმოსური მტვერი მიმოფანტული იყო, ეს კარგი მანიშნებელია იმისა, რომ სისტემაში პლანეტების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს; ახალდაბადებული ვარსკვლავები მიიზიდავენ არსებულ მტვერს და გარშემო არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებს, რათა ზომაში გაიზარდონ.
“დიდი ხნის განმავლობაში ვვარაუდობდით, რომ ამ სისტემაში პლანეტების ფორმირება მოსალოდნელი იყო, ახლა კი უკვე დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს", - ამბობს მირიამ კეპლერი, მაქს პლანკის უნივერსიტეტის სტუდენტი და კვლევის ავტორი
პლანეტის სურათის გადასაღებად ასტრონომებმა გამოიყენეს ინსტრუმენტი, რომელსაც კორონოგრაფი ეწოდება, ის ვარსკვლავიდან წარმოსულ მკაფიო სინათლეს ბლოკავს და მის გარშემო არსებული ობიექტების აღქმას აადვილებს. ვარსკვლავების გარშემო პლანეტების პოვნა ძალიან რთულია, იმიტომ რომ, კაშკაშკა ვარსკვლავი მის გვერდით არსებული მკრთალი პლანეტის აღმოჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის. ასტრონომები ახალი ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ასეთ სტრატეგიას ხშირად იყენებენ და საკმაოდ წარმატებულადაც.
ხშირად ასეთი სურათები კრიტიკას იმსახურებს, რადგან არსებობს შანსი, რომ ასტრონომებმა სურათის გადაღებისას დაფიქსირებული რაიმე სხვა არტეფაქტი შეცდომით პლანეტად მიიჩნიონ, თუმცა მირიამ კეპლერი დარწმუნებულია, რომ მათი დაფიქსირებული ობიექტი ნამდვილად პლანეტაა.
“ჩვენ გადავიღეთ სურათები სხვადასხვა კუთხით, გამოვიყენეთ სხვადასხვა ალგორითმები და ტალღის სხვადასხვა სიხშირეები, თუ სურათში აღმოჩენილი ობიექტი რაიმე სახის ანომალია იყო, ამ პროცესში, ეს აუცილებლად გამომჟღავნდებოდა", - ამბობს მირიამ კეპლერი.
კეპლერი და მისი გუნდი კვლავ გააგრძელებს ვარსკვლავის სისტემაზე დაკვირვებას. ისინი გეგმავენ, შეისწავლონ, თუ რა დრო სჭირდება პლანეტების ფორმირებას და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები