ევროპული კინოს აგენტები თბილისში ტრეინინგს ატარებენ
23-27 აპრილს თბილისში კინოაგენტების სკოლის (School of Film Agents) დასკვნითი ვორქშოპები ჩატარდება. შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ კინო ბიზნესპროექტებს და რამდენიმე დღე იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. პროფესიული ვორქშოფის მიზანია, ახალგაზრდა და ძლიერი პოტენციალის მქონე კინოაგენტების მომზადება.
კინოაგენტი საქართველოში ახალ პროფესიად ყალიბდება და გულისხმობს ყველა იმ სპეციალობის ადამიანს, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფილმწარმოებასთან. მაგალითად, კინოაგენტების სხვადასხვა სპეციალობის არასრული ჩამონათვალია: კინოდისტრიბუტერი, საფესტივალო მენეჯერი, გაყიდვენის აგენტი, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდიუსერი, არქივის სპეციალისტი, კინოინოვაციების მენეჯერი და სხვა.
თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას. დაგეგმილია პრეზენტაციების და მრგვალი მაგიდის ფორმატი. 8 მაღალკვალიფიციურ ექსპერტს შორისაა ქართველი მენტორი - თამარ ტატიშვილი, რომელიც ევრიმაჟის და EFP-ის წარმომადგენელია საქართველოში. ვორქშოფში მონაწილეობენ მომავალი კინოაგენტები ევროპიდან და საქართველოდან.
პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი - ნიკოლაი ნიკიტინი.
გარდა ტრეინინგისა, SOFA-ს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:
- სონია ჰაინენის - EFP-ის (European Film Promotion) დირექტორის საჯარო პრეზენტაცია. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი 2011 წლიდან და მონაწილეობს მის სხვადასხვა აქტივობაში, მაგალითად: Shooting Star - ირაკლი კვირიკაძის მონაწილეობა, Female Voices in cinema Sydney Film Festival - რუსუდან გლურჯიძის მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო პროგრამები.
- ალექსეი გერმანის გახმაურებული ფილმის "დოვლატოვი" ჩვენება და შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან - არტემ ვასილევთან. კითხვა-პასუხს მოდერაციას გაუწევს ქართველი მწერალი და დრამატურგი - ლაშა ბუღაძე. ფილმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც. "დოვლატოვი" 2018 წლის ბერლინალეს პრიზიორია.
- კეტრიელ შორის - ისრაელის კინოცენტრის დირექტორის ღია ლექცია მცირებიუჯეტიანი წარმოების სპეციფიკის შესახებ.
პროექტს SOFA ერთობლივად ახორციელებენ კომპანია Film Plus (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და Takes Film (საქართველო).
პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინოფონდი.
მონაწილეობის მსურველებისთვის უკვე დაწყებულია ახალი აპლიკაციების მიღება SOFAს მე-6 გამოშვებისთვის. კინოთი დაინტერესებულ კულტურის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აგვისტოში - ვარშავაში გამართულ სესიაზე და 2019 წელს თბილისში გამართულ ვორქშოფზე.
SOFA კინოაგენტების სკოლა 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილე პროექტებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეტაპობრივ დახვეწას. თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნესპარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინოპრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელორუსში კინოს შესახებ კანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.
SOFA-ს ხელმძღვანელობა მონაწილე ქვეყნების მთავარ პრობლემად განსაზღვრავს არასაკმარისად განვითარებულ კინოსექტორს, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებს როგორიცაა დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში. კინოაგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით. შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას, ადარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით უკავშირდებიან პოტენციურ დამფინანსებლებს. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი რეალური ეფექტი მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინოინდუსტრიაზე.
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები